ვამეხ ვახვარი - 26 დეკემბერი, 2013 - 19:22
აბსოლუტურად ვეთანხმები კახას. გათხრების შედეგად აღმოჩენილ ყველა მარანს უძველესს ნუ დავარქმევთ. ჩვენი ღვინის წარმატება თუ წარუმატებლობა იმაზეცაა დამოკიდებული თუ რამდენად დამაჯერებლად "გავყიდით" საერთაშორისო ბაზრებზე ამ მართლად რომ ქონებას, რასაც ჰქვია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ღვინის დაყენება მოხდა. ჩვენ თუ ამაში თვითონვე ეჭვი გვეპარება, უცხოელებს რაღას დავაჯერებთ. რამოდენიმე გერმანულ ღვინის ლიტერატურას გავეცანი, და ბევრ მათგანში აღტაცებით ეწერა, გერმანიამ მსოფლიოს რისლინგი აჩუქაო. ჩვენ კიდე გვიჭირს ხალხს გავაგებინოთ, რომ ის ფაქტი რომ დღეს მთელი მსოფლიო ღვინით სიამოვნებას ღებულობს, ქართველი კაცის დამსახურებაა. არ ვართ მაგრები მარკეტინგში.
კახა - 26 დეკემბერი, 2013 - 13:29
მე დავუმატებდი ამ ღვინის ჯილდოებს:
1. Les Citadelle du Vin 2012, ბორდო, საფრანგეთი - ოქროს მედალი;
2. Decanter World Wine Awards 2012, დიდი ბრიტანეთი - რეკომენდებული.
კახა - 26 დეკემბერი, 2013 - 13:24
ღვინო ვიცი მე ყურძნის! რა ბალახეული, რის ნიგოზი. ყველაფერს ღვინოს ნუ დავარქმევთ. და თან, მასე თუ წავიდა საქმე და გამოვიკლვიოთ აღმოჩნდება, რომ ძვ. წ. აღ. 1700 წელზე უფრო გვიან "მარნებსაც" აღმოვაჩენთ მესოპოტამიაში. მაგრამ ეგეც არაფერია, მსოფლიო აღიარებს, რომ ღვინის აკვანი, რასაც ქვია სამშობლო არის საქართველო. 1700 კი არა 8000 წლის წინ გვქონდა ჩვენ ღვინო და ყურძენი.
ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ ამ სტატიაში ხსენებულ "მარანზე" უნდა ვთქვათ არა უძველესი, არამედ ერთ-ერთი ძველი, ან უბრალოდ ძველი "მარანი".
მალხაზ ხარბედია - 25 დეკემბერი, 2013 - 23:33
მტარგმნელს შეეშალა როგორც ჩანს. გასწორდა :)
No-spa - 24 დეკემბერი, 2013 - 17:20
პიცაც კარგია და თევზიც, მაგრამ ცალცალკე და სხვადასხვა ხასიათზე
No-spa - 24 დეკემბერი, 2013 - 17:18
ანუ, ყველაფერს ღვინო ქვია?
ერთი ბროწეულის ღვინოა ღვინო და მეორე ბალახეულის
M.K. - 20 დეკემბერი, 2013 - 15:14
კარგი იქნება, მეტი მოხერხებულობისთვის Pinterest-ზე გაზიარების ღილაკსაც თუ დაურთავთ. ღვინის ეტიკეტების თემატურ დაფებს დაამშვენებდა ეს ეგზემპლარებიც, მგონი
Tornike aghniashvili - 19 დეკემბერი, 2013 - 18:47
შილდის საფერავი გამორჩეულია, როგორც ხილის ტონებით, ასევე სინატიფითა და გემოვნური თვისებებით, გასინჯული მაქვს ჩელთის მარნის 2008 წლის მოსავლის საფერავიც, ცალსახად უგემრიელესი ღვინო გახლავთ.
kato - 19 დეკემბერი, 2013 - 08:02
gtxovt momatsodot informacia gvinis- KINDZMARAULIS saxelis carmoshobis shesaxeb.
gmadlobt :)





