Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

"ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2026" — როგორ მოვხვდეთ ფესტივალზე

ღვინის მოყვარულთა ტრადიციული ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 24 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ „ანდერვილში“ ჩატარდება. პროექტის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

თუ ფესტივალზე დასასწრებად ემზადებით, გიზიარებთ ტრანსპორტის დეტალურ გზამკვლევს, როგორ შეძლებთ მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ მოხვედრას:

ტრამვაი
09:45 -24:00 საათი (თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური, დანიელ ჭონქაძის #22 – მთაწმინდის პარკი) 

საბაგირო

ფესტივალზე ამოსვლას 12:00 სთ-დან საბაგიროდანაც შეძლებთ, პირდაპირ რუსთაველის 52-დან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეზო (რუსთაველის მეტროს მიმდებარედ).

#390 ავტობუსი
მიმართულება: ბარათაშვილის ქუჩა ➔ მთაწმინდის პარკი
• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (საწყისი გაჩერება)
(სარეაბილიტაციო ზონის შემოვლითი გზა სანაპიროსა და ალტერნატიული ქუჩებით თავისუფლების მოედნამდე)
• ლადო ასათიანის ქუჩა
• ამაღლების ქუჩა
• გერგეთის ქუჩა
• შინდისის ქუჩა
• მარო მაყაშვილის აღმართი
• კოჯრის გზატკეცილი
• ოქროყანის დასახლება (თბილისის ქ., მირზა გელოვანის ქ., აკაკი ხორავას ქ., ალექსანდრე ყაზბეგის ქ., ინოვაციების ქუჩა)
• მთაწმინდის პარკი (საბოლოო გაჩერება)
უკუმიმართულება: მთაწმინდის პარკი ➔ ბარათაშვილის ქუჩა
• მთაწმინდის პარკი
• ფუნიკულიორის ქუჩა
• ოქროყანის დასახლება (ინოვაციების ქუჩა, თბილისის ქუჩა)
• კოჯრის გზატკეცილი
• ამაღლების ქუჩა
• ლადო ასათიანის ქუჩა
• ივანე მაჩაბლის ქუჩა
• შალვა დადიანის ქუჩა
• თავისუფლების მოედანი
• ალექსანდრე პუშკინის ქუჩა
• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა
#364 ავტობუსი
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, #364 ავტობუსის მარშრუტი დროებით შეცვლილია. ვინაიდან რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი სრულად ჩაკეტილია, ავტობუსი ვეღარ გადის გერონტი ქიქოძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე.
მიმართულება: რესპუბლიკის მოედანი ➔ მთაწმინდის პარკი
• რესპუბლიკის მოედანი (საწყისი გაჩერება / მ/ს რუსთაველის მიმდებარედ)
• (შემოვლითი გზა სანაპიროსა და ბარათაშვილის გავლით თავისუფლების მოედნამდე)
• ლადო ასათიანის ქუჩა
• პაოლო იაშვილის ქუჩა
• ამაღლების ქუჩა
• მარო მაყაშვილის ქუჩა
• მარო მაყაშვილის აღმართი
• კოჯრის გზატკეცილი
• ოქროყანის დასახლება (შემოვლითი გზით, კოტეჯების მხრიდან)
• მთაწმინდის პარკი (საბოლოო გაჩერება)

უკუმიმართულება: მთაწმინდის პარკი ➔ რესპუბლიკის მოედანი
• მთაწმინდის პარკი
• ოქროყანის დასახლება
• კოჯრის გზატკეცილი
• ამაღლების ქუჩა
• ლადო ასათიანის ქუჩა
• შალვა დადიანის ქუჩა
• თავისუფლების მოედანი
• (სარეაბილიტაციო ზონის შემოვლით რესპუბლიკის მოედნამდე)

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული