Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სოსო სულავა: „მცირე მარნები ქმნიან ყველაზე ზუსტ სურათს საქართველოს ტერუარების შესახებ“

ლევან სეფისკვერაძე

საოჯახო მარანი „სულავა“ ქართულ ღვინის ბაზარზე შედარებით ახალი სახელია, თუმცა მისი დამფუძნებელი სოსო სულავა წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით გამოირჩევა. 9 მაისს მთაწმინდის პარკში გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალზე“ მარანი „სულავა“ ერთ-ერთი ახალი მონაწილე იყო, რომელმაც ცნობილ და მრავალწლიანი ისტორიის მქონე მარნებთან ერთად დამსახურებულად მიიპყრო დამთვალიერებლების დიდი ინტერესი.

მარნის ფილოსოფია ეფუძნება ბუნებრივ მეღვინეობას - ღვინის დაყენებას ქვევრებში, ბუნებრივ საფუარზე დუღილისა და პროცესში მინიმალური ჩარევის პრინციპით. სოსო სულავასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, რის გამოც ვენახების მოვლაც ქიმიური საშუალებების გარეშე, ბუნებრივი მეთოდებით ხორციელდება. მისი ხედვით, სწორედ მცირე მარნები ქმნიან საქართველოს ტერუარების ყველაზე ავთენტურ სურათს, სადაც მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ქართული ღვინის მომავალსაც.

სოსო სულავა, მარან „სულავას“ დამფუძნებელი: „პროფესიით კერამიკოსი ვარ. წლების წინ მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ შპს „ტერამიკა“ და წარმოების ტერიტორიაზე შემდგომ გადავწყვიტეთ მარანი აგვეშენებინა. რა თქმა უნდა, ქვევრებითა და ღვინის დაყენების იმ ტრადიციული მეთოდებით, რომლებიც ბუნებრივ საფუარზე დუღილსა და ამ პროცესში მინიმალურ ჩარევას ითვალისწინებს. აი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი მევენახობითა და მეღვინეობით არამხოლოდ გატაცება, არამედ ამ საქმით ძირეულად დაინტერესება.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება ბუნებრივ მევენახეობა-მეღვინეობასთან?

- ჩვენთან ვენახების მოვლაც ყოველგვარი მძიმე შხამ-ქიმიკატების გარეშე მიმდინარეობს - მხოლოდ ბუნებრივი პრეპარატებით. უნდა გითხრათ რომ მუდამ ამ იდეოლოგიას ვიზიარებდი და გარემოს და ბუნების დამაბინძურებელი ნივთიერებებით ვენახის წამლობა და ღვინის დაყენება ჩვენთვის მიუღებელია.

- სად გაქვთ ვენახები და რომელი ჯიშის ვაზი გაქვთ გაშენებული?

- ვენახები კახეთში, სოფელ ვაზისუბანში, და ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში მაქვს, სადაც რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენი არის გაშენებული.

- საინტერესოა თვენი დაკვირვება, რა გამოარჩევს თქვენს ღვინოს სხვებისგან?

- ყოველი წლის მოსავლიდან დაყენებული ღვინო თავისი ხასიათით გამოირჩევა, რაშიც, როგორც ბუნებას, ასევე მეღვინეს თავისი წვლილი შეაქვს. ყველა საქმეს ახლავს სირთულეები - მარანსა და ვენახსაც მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს, თუმცა ჩვენთვის მთავარია ღვინის ხარისხი, რისთვისაც მინდა გითხრათ რომ ყველაფერს ვაკეთებთ.

- როგორ აფასებთ დღეს ქართულ და მსოფლიო ღვინის ბაზარს, განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის?

- ალბათ დამეთანხმებით რომ ყველა მეღვინისთვის შრომის მთავარი შედეგი მისი ღვინის რეალიზაციაა. ეს, ფაქტობრივად, მისი ნაშრომის ხარისხის აღიარებაა - განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი კონკურენციაა და სადაც მრავალი მეღვინე გვთავაზობს გამორჩეულ ღვინოებს. ეს ერთგვარი მოტივაციაცაა, რომ ღვინის ხარისხი მუდმივად მაღალი იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი ქართულ, შემდეგ კი უცხოურ ბაზარზე დამკვიდრება.

- რას გვეტყვით მცირე მარნების მომავალზე საქართელოში და რამდენად დიდი პერსპექტივები აქვს მცირე მარნებში დამზადებულ ღვინოს?

- ვფიქრობ, სწორედ მცირე მარნები ქმნიან ყველაზე ზუსტ სურათს საქართველოს ტერუარების შესახებ - იქ, სადაც მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. სწორედ ეს გზა მიმაჩნია ქართული ბუნებრივი ღვინის სამომავლო განვითარების გზად.

- რა არის თქვენი მთავარი მიზანი უახლოეს წლებში, ვენახების  ზრდა, ხარისხის გაუმჯობესება თუ ბრენდის ცნობადობის გაზრდა?

- ჩემი პირადი ხედვა და არჩევანი ბუნებრივი ღვინის წარმოებაა, ხოლო მთავარი მიზანი - ხარისხის ამაღლება, რამაც საბოლოოდ ცნობადობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა