Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

წვნიანი კარტოფილისა და ყველის გუფთებით

საჭირო მასალა:

1,5 ლ ხორცის ბულიონი

1 კონა ოხრახუში

1 ცალი პატარა სტაფილო

50 გ გახეხილი ყველი

3 ცალი მოხარშული კარტოფილი

ფქვილი – რამდენსაც შეიზელს

მარილი, ჯავზი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადება: კარტოფილი დავჭყლიტოთ, ავურიოთ ყველი და ცოტა მარილი, შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ გავაკეთოთ პატარა გუფთები და შემდეგ ამოვავლოთ კვლავ ფქვილში. ბულიონი ავადუღოთ სტაფილოსთან ერთად, გავუწყოთ სანელებლები და შიგ ჩავყაროთ გუფთები. როდესაც გუფთები მოიხარშება, მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა