
Wine Enthusiast-ის წამყვანმა ავტორმა და ხორვატიის, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ლიბანის ღვინოების მიმომხილველმა ემილი სალადინომ ბერძნული თეთრი ღვინოების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
საბერძნეთი შეიძლება არ იყოს მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის რეგიონი — ეს ტიტული, როგორც წესი, საქართველოს ან სომხეთს ეკუთვნის, მაგრამ ის მაინც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რეგიონთაგან, რომლებმაც ათასწლეულების განმავლობაში მეღვინეობის ტრადიციები შემოინახეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც თანამედროვე ბერძნული ღვინის ინდუსტრია ყალიბდებოდა, პროგრესულად მოაზროვნე მწარმოებლები აქტიურად ჩაერთნენ უძველესი, ადგილობრივი ჯიშების განვითარებაში.
მათი ძალისხმევა შედეგს მთელი ქვეყნის მასშტაბით იძლევა. ბერძნული თეთრი ღვინოები, როგორიცაა ასირტიკო (Το Ασύρτικο/Assyrtiko) და ბოლო პერიოდში ვიდიანო (Βιδιανό/ Vidiano) და მოსხოფილერო (Μοσχοφίλερο/ Moschofilero ), აღფრთოვანებას იწვევენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელში. ღვინის მწარმოებლებს განსაკუთრებით იზიდავთ ამ ჯიშების ბუნებრივი გამძლეობა, რადგან ეს ჯიშები ისტორიულად საბერძნეთის მკაცრი მზის, ძლიერი ქარისა და დღეღამური ტემპერატურული ცვლების პირობებშია გაზრდილი, ისინი, როგორც წესი, ბევრად უკეთ უმკლავდებიან კლიმატის ცვლილების შედეგებს.
არ არის გასაკვირი, რომ ავსტრალიელმა, კალიფორნიელმა და სხვა უცხოელმა მეღვინეებმა დაიწყეს მათი გაშენება. 2024 წელს იანის პარაკსევოპულოსმა, ქარიზმატულმა მეღვინემ და Gai’a Wines-ის თანადამფუძნებელმა (სანტორინსა და ნემეაში) თქვა, რომ ფრანგი მეღვინეები მას ასსირტიკოს გაშენების შესახებ ეკითხებიან, რადგან მათი რეგიონები სულ უფრო ცხელ და მშრალ კლიმატად იქცევა. „დაველოდები იმ დღეს,“ — ამბობს ის სიცილით — „როცა საბერძნეთის ჯიში გმირად იქცა.“
მათთვისაც კი, ვინც მევენახეობის დიპლომს არ ფლობს, ბერძნული თეთრი ღვინოების ხიბლი აშკარაა. ისინი გამორჩეულები არიან და თან ხელმისაწვდომი, შესანიშნავი მისართმევია, როგორც მარტო, ასევე მრავალ კერძთან შეხამებით: შემწვარი ზღვის პროდუქტები, მწვანე სალათები, ღორის ხორცი ან ცხარე, ტაილანდურ სტილში მომზადებული კარები.
ეს ღვინოები მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი წარმოშობის ადგილთან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ენოფილების (ღვინის მოყვარულებისთვის), ვინც ტერუარს (გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებს) აფასებს, ისევე როგორც იმ თანამედროვე მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ამბავი და 21-ე საუკუნის მარკეტინგის მთავარი თემა — ავთენტურობა — იზიდავს.
ბერძნულ ღვინოებს ზოგჯერ მარილიანი ზღვის ნიავის ან სუფთა მთის ჰაერის არომატი აქვთ, თითქოს სანაპიროზე, კლდოვან ფერდობებსა და მწვანე ხეობებში გადაჰყავხარ, რომლებიც ერთად ბერძნულ ლანდშაფტს ქმნიან. ყველა მათგანი კულტურასთანაა დაკავშირებული, რომელიც ერთდროულად უძველესია და კვლავ ვითარდება — ზუსტად ისე, როგორც თავად ღვინო.
მომავლის პროგნოზი
ვისაც ბერძნული ღვინის გლობალური პოპულარიზაცია აინტერესებს, ასსირტიკოს ბოლო წლების წარმატება ორ რამეს ამტკიცებს:
- საბერძნეთის ადგილობრივ თეთრი ღვინის ჯიშებს შეუძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა გემოვნების მქონე მომხმარებლის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრონ;
- და ინგლისურად მოსაუბრეებიც კი მზად არიან მიიღონ ისეთი ჯიშები, რომელთა სახელების სწორად წარმოთქმაც კი მათთვის უცხოა.
(ვისაც ოდესმე უყიდია საკე, ხორვატიული, ქართული ან უნგრული ღვინო აშშ-ში ან მის ფარგლებს გარეთ, კარგად იცის, რამდენად დიდ ბარიერს ქმნის, თუ ღვინის სახელი რთულად წარმოსათქმელია.)
ეს შესანიშნავი სიახლეა მოსხოფილეროსთვის — არომატული, ვარდისფერკანიანი ადგილობრივი ჯიშისთვის, რომლისგანაც თეთრი და ცქრიალა ღვინოები, ასევე როზეები მზადდება.
ერთ დროს ბიუჯეტური მოსხოფილერო 2000-იან წლებში ადგილობრივ ბაზარზე გახდა პოპულარული, დღეს, ხარისხის აღდგენილი სტანდარტებით, მოსხოფილერო მზადაა, რომ კვლავ გაიბრწყინოს — განსაკუთრებით იმ მომხმარებელთა თაობაში, ვისაც მსუბუქი სხეულისა და მაღალი მჟავიანობის მქონე თეთრი ღვინოები იზიდავს, რომლებიც მრავალ კერძს უხდება.
საბერძნეთის ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს დააფიქსირა, რომ ქვეყანას 40.7 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია — რაც 13%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს.
შედეგად, ბერძენი მეღვინეები ცდილობენ, გადატვირთულ ტურიზმს ზომიერად გაუმკლავდნენ. მოძრაობა განსაკუთრებით აქტიურია სანტორინზე, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკრუიზო გემების დაშვების რაოდენობა შეამცირა, რათა სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი მიწის ეროზია შეაფერხოს.
რისი დაგემოვნებაც ახლა ღირს
ზაფხულის სიცხეში საუკეთესო არჩევანია მაღალმჟავიანი თეთრი ღვინოები და სწორედ ეს კატეგორიაა ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბერძენი მეღვინეების ექსპორტში. ბერძნული თეთრი ღვინოებიდან Wine Enthusiast გირჩევთ:
Alexakis 2020 Assyrtiko (ასირტიკო) — კრეტა
Gaia Wines 2022 Monograph — პელოპონესი
Gaia Wines 2022 Wild Ferment — სანტორინი
Oeno P 2021 Akulumbo (აკულუმბო) — სანტორინი
Domaine Sigalas 2018 Kavalieros (კავალიეროს) — სანტორინი
Skouras 2022 Wild Ferment — პელოპონესი
Wine Art Estate 2021 Idisma Drios — დრამა
Zacharias 2023 Assyrtiko (ასირტიკო) — პელოპონესი
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი