Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

წვნიანი გუფთებითა და სოკოთი

საჭირო მასალა: 300-350 გ ხორცის ფარში, 250 გ მანჭკვალა სოკო, 1-2 თავი ხახვი, 3-4 ცალი კარტოფილი, 12 ცალი ბრიუსელის კომბოსტო, 2 კბილი ნიორი, 1 კვერცხი, 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 1 კონა კამა, 3 ს.კ. წყალი, მარილი, პილპილი, პაპრიკა – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი წვრილად, კარტოფილი – კუბებად, დიდი სოკოები კი ოთხად დავჭრათ. მოჭიქულ ქოთანში შემდეგი თანამიმდევრობით, ფენა-ფენა  ჩავაწყოთ ინგრედიენტები: სოკო, ხახვი, კომბოსტო. თან მოვაყაროთ სანელებლები და მწვანილი. ფარშში ავურიოთ სანელებლები, სახამებელი, ნიორი, წყალი და კარგად ავზილოთ. ფარშისგან გავაკეთოთ კაკლისხელა გუფთები და დავაწყოთ ქოთანში მოთავსებულ ინგრედიენტებზე. დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ მხოლოდ ბოსტნეული დაიფაროს და თავდახურული 40 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა