Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქოქოსოს დესერტი მარწყვის სალათით

საჭირო მასალა: დესერტისთვის – 1 1/3 ქოქოსის ფანტელი, 1/3 ჭიქა შაქარი 2 ს.კ. ფქვილი, 1 მწიკვი მარილი, 2 კვერცხის ცილა, 10 გ. ვანილის შაქარი.

სალათისთვის – 500 გ. მარწყვი, 2-3 ს.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა, 2 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი.

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 175 გრადუს ტემპერატურაზე. ქოქოსის ფანტელები, შაქარი, ფქვილი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში. ცილა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ არეული მშრალი ინგრედიენტები, ვანილის შაქარი და ფრთხილად ავურიოთ ხის კოვზით. ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე ცომი ჩაის კოვზით მოვათავსოთ და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. სანამ ნამცხვარი შეგრილდება, მოვამზადოთ მარწყვის სალათა – მარწყვი გავრეცხოთ, შევამშრალოთ, მოვაცალოთ ყუნწები და ოთხად გავჭრათ. სასალათეში ჩავყაროთ დაჭრილი მარწყვი, მოვაყაროღ შაქრის პუდრა, ლიმონის ცედრა, მოვასხათ ფორთოხლის ლიქიორი და ლიმონის წვენი. სალათა კარგად ავურიოთ და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა