Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

თინუსი წიწაკაში

მასალა: 6 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი, 2 ქილა დაკონსერვებული თინუსი (თითო 180გ.), 1-2 ს/კ ლიმონის წვენი, 1-2 ჩ/კ მდოგვი, 150 გ. მდნარი ყველი, 2 ს/კ წვრილად დაჭილი ოხრახუში, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება: კარგად გავასუფთავოთ წიწაკები, ამოვაცალოთ თესლი, დავაყაროთ მარილი, კარგად წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, სანამ კანი არ მოიბრაწება. ღუმელიდან გამოღებული წიწაკები გავჭრათ სიგრძეზე ორ ნაწილად და დავაწყოთ გასაშრობად. გულსართისთვის ავიღოთ თინუსის კონსერვი, გადავწუროთ წვენი, ავურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები და ვაქციოთ ერთიან მასად, შემდეგ დაჭრილ წიწაკებში რულეტივით გადავახვიოთ და მივირთვათ.

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა