Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ყურძნის ჭიის პეპლების საჭერის მოწყობა ვენახში 1963

"ყურძნის ჭიის ცალკეულ თაობათა მიმართ, წამლობის ვადების განსაზღვრისათვის, იყენებენ, ე. წ. ბექმეზის საჭერს. ბექმეზის საჭერი წარმოადგენს. თუნუქის ცილინდრულ ჭურჭელს, რომლის სიგანე უდრის 30 32 ba და სიმაღლე — 14 — 16 სმ; საჭერს ძირზე აქვს 10 სმ-ის სიგრძის თუნუქის მილი ხის საფეხურზე დასამაგრებლად. ხსენებული საჭერი იდგმება შუა ვენახში, მწკრივში, ყურძნის მსხმოიარობის სიმაღლე- ზე (სურ. 6) და მასში ისხმება 48%-იანი ბექმეზისა და წყლის ნაზავი 1 : 8-ზე. წყლით გაზავებული ბექმეზი მალე დუღილს იწყებს; ადუ- ღებულ ტკბილის სუნზე პეპლები საჭერისაკენ მიისწრაფიან და ტკბილზე საკვებად დაფრენილი შიგ ცვივიან.

საჭერში მოხვედრილი პირველი პეპლებით ვადგენთ ფრენის დაწყებას და აქედან მე-6 დღის შემდეგ ვნიშნავთ პირველ წამლობას. საჭერზე დაკვირვების წარმოება უნდა დავიწყოთ ამა თუ იმ თაობის ფრენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელდობრ: პირველი თაობისათვის — 10 მაისიდან, მეორისათვის 15 ივნისიდან და მესამისათვის 25 ივლისიდან. ერთი საჭერი შეიძლება მოემსახუროს საშუალოდ 3 5 ჰექტარ ვენახს."

რუსიაშვილი ი., 1963, თბილისი, საბჭოთა საქართველო, კახეთში გავრცელებული ვაზის მავნებლები და მათთან ბრძოლა

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა