Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ვალერიან ახვლედიანი - „კავთა ვაინსი“ - მცირე მარნების ანთოლოგია (148)

-  გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- ვფიქრობ, მე რომ მეღვინე ვარ  და ახლა ჩვენი  პატარა საოჯახო მეღვინეობა გვაქვს, ბუნებისადმი დიდი სიყვარულის დამსახურებაა, როდესაც ვსწავლობდი და ჩემი მომავალი პროფესია უნდა ამერჩია უნივერსიტეტში,  ბევრი არ მიფიქრია, ვიცოდი, რომ რაღაც ისეთი უნდა მესწავლა, რაც ბუნებასთან უფრო დამაახლოებდა, ასე ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, რის შემდგომაც წლების განმავლობაში ღრმავდებოდა ჩემი ცოდნა და გამოცილება ამ სფეროში, ეს პროცესი კი მუდმივად გრძელდება.

-  ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

- ჩვენ ქართლში ძალიან პატარა ვენახი გვაქვს, სადაც გაშენებულია ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო და ძალიან იშვიათი ჯიში - დანახარული, ყველა ყურძნის სახეობა თავისებურად საინტერესოა და განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ამ ჯიშებიდან გამოვყოფდი გორულ მწვანესა და შავკაპიტოს.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

- ჩვენი პატარა მეღვინეობისთვის მთავარი გამოწვევებია ფინანსური რესურსების სიმცირე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის რთულად ხელმისაწვდომობა. მცირე მეღვინეობებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცნობადობის გაზრდა და კონკურენცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

-  თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ვფიქრობ, მეღვინეობის ხარისხის გასაზრდელად აუცილებელია თანამედროვე მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ცოდნის გავრცელება, ასევე მცირე მარნების მხარდაჭერა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა მიზნობრივ ბაზრებზე.

-  როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

- ღვინის ჩემეული დაყენების ტექნოლოგია არის ის რომ, უპირველესად ვიგეგმებით და ვემზადებით რთვლისთვის - თუ რომელი ჯიშები უნდა  გადავამუშაოთ და რა ტექნოლოგიით.  თუმცა ხშირად პროცესები ცვალებადია, გარემო ფაქტორების გამო, ჩემთვის მთავარია ყურძენი მარანში მივიტანოთ, დავაბინაოთ და მერე ყველა პროცესი ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ყველა ღვინოს ყოველ ეტაპზე ვაკვირდები და ვუსმენ, ამის მიხედვით იცვლება ან არიცვლება ტექნოლოგიური მსვლელობა. 

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს ქართლში, სოფელ წინარეხში. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ ჩვენ რეგიონში გავრცელებული ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინოები, ხაზი გავუსვათ მათ ტიპურობას და ინდივიდუალიზმს. ყოველწლიური დაკვირვებით და ექსპერიმენტალური ტექნოლოგიური პროცესებით შევქმნათ და აღმოვაჩინოთ სიახლე მეღვინეობაში, რომელსაც გავაცნობთ ღვინის მოყვარულებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული