Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სახიფათო ინვესტიცია

ბრიტანელმა ბიზნესმენებმა, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ელიტური ღვინოების ინვესტიციაში ჩადებული დაახლოებით 160 მილიონი დოლარი დაკარგეს. ამ პერიოდის განმავლობაში ღვინის ინვესტიციებით დაკავებული თითქმის 50 კომპანია გაკოტრდა და კლიენტების ფულიც ფინანსურ “შავ ხვრელებში” გაუჩინარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია კომპანია Abbott  Fielding-ის დირექტორმა, ნედიმ ეილიანმა მიაწოდა, რომელიც გაკოტრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ამ კომპანიების საქმიანობა ბოლომდე გამჭვირვალე და კანონიერი არ ყოფილა, ამიტომაც ინვესტიციები დაზღვეული არ აღმოჩნდა. ბიზნესმენებს ისღა დარჩენოდათ, ფულის (ნაწილის მაინც) ამოღების მიზნით, იმ ფირმებისთვის მიემართათ, რომლებიც ასეთი ორგანიზაციების გაკოტრების საკითხებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, კომპანია Bordeaux UK Ltd-ის ინვესტორები დაბანდებული თანხის – 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 16 მილიონი დოლარი) დაბრუნებას ცდილობენ. ეს კომპანია ჯერ კიდევ შარშან გაკოტრდა და თანხის სრულად ამოღება, რასაკვირველია, არ მოხერხდება - თითოეულ გირვანქა სტერლინგზე, მაქსიმუმ, 20 პენის ამოღება შეძლონ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა