Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცი შავქლიავათი

საჭირო მასალა: 1 კგ ღორის ხორცი, 200 გ შავქლიავას ჩირი, 1 პატარა თავი ნიორი, 100 გ ნიგოზი, დიჟონის მდოგვი, მაიონეზი, ძირა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ღორის ხორცი დავჭრათ თხელ  ნაჭრებად, აქა-იქა ჩავსეროთ და ჩავტენოთ დაჭრილი ნიორი. ხორცს ძირა, პილპილი და ცოტა მარილი მოვაყაროთ, გავითვალისწინოთ, რომ მაიონეზიც უნდა დავუმატოთ. ასე დავტოვოთ 20-30 წუთით. შავქლიავას ჩირი 5 წუთით მდუღარე წყალში მოვათავსოთ. ნიგოზი  მოვხალოთ და დავჭრათ. ხორცის ნაჭრებს წავუსვათ ერთმანეთში არეული მაიონეზი და მდოგვი,  რულეტივით გავახვიოთ ნიგოზი და შავქლიავა, შევკრათ ძაფით და გავახვიოთ ფოლგაში. შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით. დავჭრათ როცა შეგრილდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა