Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის ჩაბარების პირობები შეიცვალა

2026 წლის რთველის სეზონისთვის ყურძნის ჩაბარების პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კონდიციური საფერავის შაქრიანობის მინიმალური ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა.

ცვლილების მიზანი მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდაა. გადაწყვეტილება კახეთში მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები 100-ზე მეტ სოფელში გაიმართა.

რა პირობებით ჩაიბარებენ საფერავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, მევენახეებს შესაძლებლობა ექნებათ, ყურძენი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობებით ჩააბარონ. კახეთის რეგიონში ფიზიკური პირებისგან ყურძენს შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მიიღებს.

საფერავის შემთხვევაში ფასები ყურძნის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება:

  • 1,50 ლარი  -  დაუზიანებელი და კონდიციური საფერავი, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 21%-ია;
  • 0,90 ლარი -  საფერავი 17%-დან 21%-მდე შაქრიანობით ან ნაწილობრივ დაზიანებული ყურძენი;
  • 0,30 ლარი -  17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან დაზიანებული საფერავი.

შესაბამისად, ახალი ზღვარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მევენახეებისთვის, რომელთა მოსავალიც 21-22%-იანი შაქრიანობის ფარგლებშია და წინა პირობებით კონდიციური საფერავის კატეგორიაში ვერ ხვდებოდა.

სხვა ჯიშების ყურძნის ჩაბარების ფასები

ცალკე პირობებია განსაზღვრული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა ვაზის ჯიშებისთვის.

დაუზიანებელი ყურძენის ჩაბარების ფასი, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1,30 ლარი იქნება.  17%-დან 20%-მდე შაქრიანობის ან ნაწილობრივ დაზიანებული ყურძნის ფასი 0,80 ლარი იქნება, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან დაზიანებული ყურძნის შემთხვევაში -  0,30 ლარი.

აქცენტი  ყურძნის ხარისხზეა

ყურძნის ფასის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით დიფერენცირება გასულ წელსაც გამოიყენებოდა. მიდგომის მიზანია, მევენახეებს ხარისხიანი და დაუზიანებელი მოსავლის მიღებაზე მეტი მოტივაცია შეუქმნას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ეფექტიანია, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. დარგის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სწორედ მაღალი ხარისხისა და ქართული ღვინის უნიკალურობის შენარჩუნება განიხილება.

ამასთან, 2026 წლის რთველისთვის კონდიციური საფერავის მინიმალური შაქრიანობის ზღვრის შემცირება მევენახეებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, მოსავლის უფრო დიდი ნაწილი რეალიზაციაში ჩართონ და ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა