Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა,  ღონისძიების ფარგლებში ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ღვინის კულტურა გერმანელმა აუდიტორიამ გაიცნო.  ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“-ის ორგანიზებით გამართული დეგუსტაცია ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და მისი საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურებოდა.


ღონისძიების კონცეფცია ქართული ღვინისა და ადგილობრივი კულინარიული კულტურის ურთიერთშეხამებას ეფუძნებოდა. დეგუსტაციას მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და კონტენტ-კრეატორები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონში წარმოებული შვიდი დასახელების ღვინო დააგემოვნეს და მათ მრავალფეროვან არომატებსა და გემოვნურ თავისებურებებს გაეცნენ.


ღონისძიებას ცნობილი კულინარიული ბლოგერი და კონტენტ-კრეატორი ჯელენა ლოზო უძღვებოდა, რომლის საქმიანობა მაღალი ხარისხის გასტრონომიისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უკავშირდება. მისი აუდიტორია სწორედ იმ მომხმარებლებს აერთიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ხარისხიანი ღვინისა და დახვეწილი კულინარიული გამოცდილების მიმართ. ამდენად, მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ფართო და მიზნობრივ აუდიტორიამდე მივიდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა