Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

“მუსკატომანიამ” გაყიდვების ზრდა გამოიწვია

 
2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიყიდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით გაიტანეს მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან დაწურული ღვინო. “მუსკატისადმი ვნება” არ ნელდება – კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ წელს ამ ღვინის გაყიდვები, მხოლოდ off-trade-ის სეგმენტში, თითქმის 30%-ით გაიზარდა. დღესდღეობით მუსკატის ღვინოს ბაზრის 6% უკავია – მან უკვე გადაფარა სოვინიონ ბლანის (Sauvignon blanc) ნაწარმი და სულ ცოტა ხანში პინო გრიჯიოსაც (Pinot grigio) წამოეწევა. ბაზარზე ძირითადად მოთხოვნა დაბალალკოჰოლურ ღვინოებსა და ფრიზანტეზე დაფიქსირდა. “მუსკატომანიამ” გამოიწვია გაყიდვების 2%-ით ზრდა, რამაც თანხობრივად 5%-იანი ზრდა შეადგინა. ასე რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 360,1 მილიონი ყუთი ღვინო გაიყიდა, რომლის ღირებულებამაც 34,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული