Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

მაისის ყინვა

გერმანიის ზოგიერთ მევენახეობის რეგიონში 1981 წლის მოვლენები განმეორდა – უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში უძლიერესმა ყინვებმა მოსავლის მნიშვნელოვანი წილი გაანადგურა. პფალცში, რეინესენში, ვიურტემბურგსა და ფრანკონიაში ტემპერატურა მინუს ხუთ გრადუსამდე დაეცა.

გერმანიის ღვინის ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, ყინვის უარყოფით შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ადგილობრივი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოულოდნელმა ყინვამ მოსავლის დაახლოებით 50-90% შეიწირა. განსაკუთრებით დაზარალდა ადრეული ჯიშები – დორნფელდერი და შპეტბურგუნდერი (პინო ნუარი).

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, გერმანელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი მოსავალი შარშანდელზე უარესი იქნება, შარშანდელი მოსავალი კი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მცირედ აღიარეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა