Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

დღის ფოტო: „ქართული ღვინის ლეგენდა“ - იაგო ბიტარიშვილი

ავსტრალიელმა ღვინის მწერალმა და ფოტოგრამა, კემპბელ მატინსონმა საქართველოში მოგზაურობა ფოტო-პროექტად აქცია, მისი მიზანი მხოლოდ ადგილებისა და მარნების დოკუმენტირება არ ყოფილა, ამ ფოტოესეში იმ ადამიანთა პორტრეტებსაც შევხვდებით, რომელთა ცხოვრება ვენახისა და ღვინისგან განუყოფელია.  ამ პორტრეტებს შორის განსაკუთრებულად მომხიბლავი და საინტერესოა იაგო ბიტარიშვილის პორტრეტი, რომელსაც თავად მატინსონი „ქართული ღვინის ლეგენდას“ უწოდებს.

თვალები პორტრეტის ემოციური საყრდენია, მკვეთრი და ნათელი. ეს ვიზუალური თავშეკავება კი  სრულად ეხმიანება იაგო ბიტარიშვილის მეღვინეობრივ ფილოსოფიას.

იაგო ბიტარიშვილის როლი ქართული მეღვინეობის თანამედროვე ისტორიაში ხშირად აღიწერება როგორც გარდამტეხი. მისი საქმიანობა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ქართული ქვევრის ღვინო საერთაშორისო დისკურსში ეთნოგრაფიული ინტერესის ფარგლებს გასცდა და პროფესიული ყურადღების საგნად იქცა. მის მიერ მცირე რაოდენობით წარმოებული ღვინო მთლიანად ხარისხზეა ორიენტირებული. მატინსონის ეს ფოტო ადასტურებს, რომ ქართული ღვინის ისტორია, უპირველესად, კონკრეტული ადამიანების ყოველდღიური შრომის ისტორიაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა