
ფოტო: ჯეკ უონდერლი - "ჰირშის ვენახები"
რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა დევიდ ჰირში, კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მევენახე და ამერიკული ტერუარის კვლევის პიონერი.
1978 წელს, დასავლეთ სონომას სანაპიროზე, მან შეიძინა მიწა, რომელიც წლების განმავლობაში განადგურებული და მიტოვებული იყო. ჰირშმა ეს ადგილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ Pinot Noir-ის ვენახად აქცია. მისი სახელი დღეს უკვე განუყოფლად არის დაკავშირებული ჰირშის ვენახთან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კალიფორნიის საუკეთესო ღვინოების ისტორიის შექმნაში.
დევიდ ჰირში იყო მევენახეც, მკვლევარიც, მოაზროვნეც და დაუცხრომელი მაძიებელიც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ მიწას დეტალურად სწავლობდა, მათ შორის ნიადაგს, ქარს, ნისლს, გეოლოგიასა და მათ გავლენას ღვინოზე. მას სწამდა, რომ ღვინო უნდა გამოხატავდეს ადგილს, საიდანაც ის მოდის.
სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს მთავარი თვისება - ცნობისმოყვარეობა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა: „ცნობისმოყვარეობას დღემდე ვინარჩუნებ.“
დღეს კი დევიდ ჰირშის მემკვიდრეობა მის ვენახებში, ღვინოებში და იმ ადამიანებში აგრძელებს ცხოვრებას, ვისაც მან ტერუარის მნიშვნელობა და მიწისადმი პატივისცემა ასწავლა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი