
მაღლიდან, ლუგანოს ტბის პირას გადაჭიმულ მწვანე ფერდობზე გადაღებული ფოტოს შემხედვარე, გეჩვენება, თითქოს დაფრინავ, თითქოს ღვინის არომატმა აგიტაცა და ფრთები შეგასხა. ტერასებით მორთული ვენახები, ელვარე წყლის ზედაპირი და ბუნებასთან შერწყმული ისტორია ქმნის იმ სურათს, რომელსაც მაგდალენა გარბაჩის ფოტო „ღვინის ფრთებზე“ გვიყვება.
მაგდალენა გარბაჩის მიერ გადაღებული ფოტო World Food Photography Awards 2025-ის გამარჯვებული გახდა.
ფოტოზე ასახულია შვეიცარიის ერთ-ერთი გამორჩეული ღვინის მამული — Tenuta Castello di Morcote, რომელიც ლუგანოს ტბასთან მდებარეობს. ეს ტერიტორია მდიდარია ვულკანური წარმოშობის ნიადაგით, რაც განსაკუთრებულ მინერალურ გემოს სძენს აქაურ ღვინოს.
ფოტოგრაფის არჩევანი, გადაიღოს ეს პეიზაჟი ზემოდან, გვაძლევს უნიკალურ საშუალებას ვენახები ხელოვნების ნიმუშად აღვიქვათ. ფოტოს სახელწოდება, „ღვინის ფრთებზე“, არამარტო ვიზუალურად გადმოსცემს სიმაღლესა და სივრცეს, არამედ სიმბოლურადაც, ღვინო გვაძლევს შესაძლებლობას ავფრინდეთ, გავცდეთ მხოლოდ ჭიქას და შევიგრძნოთ ის ისტორია, რაც მისი თითოეული წვეთიდან მოდის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი