Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს საზანოს ოცხანური დაემატა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც ნათლად ასახავს ქვეყნის ღვინის მდიდარ მრავალფეროვნებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მათ პოპულარიზაციასა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას.

ახალ ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირების პროცესი დაიწყო ღვინო „საზანოს ოცხანურის“ საფუძველზე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა. აღნიშნული პროცესი მოიცავს ღვინის სპეციფიკაციის მომზადებას და რეგისტრაციის ტექნიკურ საკითხებში დახმარებას, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტო მონაწილეობდა, როგორც „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების და აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ნაწილი.

„საზანოს ოცხანური“ წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც  შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საზანოს მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება, თუმცა, დასაშვებია მხოლოდ ამავე მიკროზონაში მოწეული 5% საფერავის დამატება. მისი წარმოების მიკროზონა მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზედა საზანო, სკანდე, მუჯირეთ, ჩიხორი, დელტას უბანი, შიმშილაქედი, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანო, ტყლაპივაკე და შიმშილაქედი. ვენახები ზღვის დონიდან 120–420 მეტრის სიმაღლეზეა

საზანოს ოცხანური მზადდება დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით, ქვევრში (ჭურში) ან უჟანგავ ფოლადის რეზერვუარში. 

იმერეთი ვენახების ფართობით დასავლეთ საქართველოში პირველ ადგილზეა, აქ ვაზი მთის ფერდობებსა და დაქანებებზეა გაშენებული. იმერეთის ღვინოები ცნობილია მაღალი ხარისხით, ზომიერი სიმაგრით, სინაზით, სისრულით და სპეციფიკური არომატით. იმერეთში ამჟამად დარეგისტრირებულია სამი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: სვირი, ობჩა და საზანოს ოცხანური.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა