Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კომპანიების თანამშრომლებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ტრენინგი გაიარეს

Vinoge.com ესტუმრა კახეთის რეგიონში რთველის საკოორდინაციო შტაბს, რომელიც განთავსებულია ღვინის საწარმო "აგუნას" ტერიტორიაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.

ღვინის კომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მოსავლის მიღება-გადამუშავებაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი უტარებს ტრენინგს, თუ რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინონ რთველის პერიოდში.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გვითხრა, რთველი 2025-ის მიმდინარეობისას კომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის № 1073 და 11 აგვისტოს № 1283 განკარგულებებით.

რთველში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ღვინის ეროვნულ სააგენტოში (რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე: http://wine.gov.ge) და მინიჭებული აქვთ უნიკალური ოთხნიშნა კოდი.

ყურძნის მიღების პროცესის დაწყებამდე ღვინის კომპანიები ვალდებულნი არიან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ რთველის საკოორდინაციო შტაბში.

საქართველოს მასშტაბით ყურძნის მიღება-გადამუშავება განახორციელდება მევენახეობის შესაბამის ზონაში სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე.

ყველა კომპანიას საშუალება აქვს აღრიცხული ყურძნის რაოდენობაზე ინფორმაცია მოინახულოს საკუთარ პორტალზე რთველის განყოფილებაში, აქტების რეესტრში. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე ყველა კომპანია ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს სეზონზე ყურძნის გადამუშავების ფორმა, ხოლო მომდევნო წლის 10 იანვრამდე შეტყობინება საწარმოში ღვინის ბრუნვის შესახებ.

საკოორდინაციო შტაბის მიერ აღურიცხავი ყურძნის რაოდენობა არ ჩაითვლება ღვინის რესურსად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა