Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი რევაზაშვილი, რევაზაშვილების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (29)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

–  მაქვს ძველი მარანი ატენის ხეობაში. ვენახი გაშენებულია 0,5 მიწის ფართობზე. ჩვენი ოჯახის მიზანია ავაღორძინოთ და განავითაროთ ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციები. ვაწარმოებთ ადგილობრივი ყურძნისაგან დაყენებულ ბუნებრივ  ღვინოებს.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ატენის ხეობაში გვაქვს გაშენებული: ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე; მომავალში ვაპირებთ შავკაპიტოს, თეთრ ბუდეშურს, ატენის საფერავს, დანახარულს.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ვაწარმოებთ ჩინურს და თავკვერს. ეს ღვინო გამოირჩევა ბუნებრივობით, ნიადაგის და ვენახის მოვლა ხდება ორგანულ მევენახეობაში დაშვებული პრეპარატებით, ყურძენი არ შეიცავს შხამ-ქიმიკატებს, ღვინოს ვაყენებთ ქვევრებში, არ ხდება ქიმიურად ჩარევა, ფერმენტაცია მიმდინარეობს ბუნებრივად.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– 2013 წელს ჩამოვასხით ჩინური ,,ატენურის,, სახელით. გაყიდვები გვქონდა: ღვინის ბარ-რესტორნებში: ღვინო ანდერგრაუნდი, აზარფეშა, ჯივინო, ბარბარესთან და მაღაზიებში: ვინოთეკა, ვინომანია და სხვა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ჩვენი ოჯახური წარმოების ღვინო გადის საერთაშორისო ბაზარზე აშშ-ში, დაინტერესებულები არიან იაპონელი, ავსტრალიელი, ევროპელი იმპორტიორები, რომლებთანაც ურთიერთობას მომავალში ვიმედოვნებთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– კვალიფიციური ცოდნა მეტად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ადგილობრივი ხელისუფლებიდან მეტი ინტერესი. 

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– განათლება ბუნებრივ მევენახეობასა და მეღვინეობაში, ვაზის და ვენახის სიყვარული.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

–მოუარონ და გააშენონ ვენახები, ჩაყარონ ქვევრები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული