Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო პარიზის საერთაშორისო გამოფენებზე

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე თვეში პარიზში ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 

ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris” ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი მონაწილეობდა, ხოლო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „Wine Paris“ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„Wine Paris“ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ღვინის ინდუსტრიაში, სადაც, ტრადიციულად, ათასობით ვიზიტორთან ერთად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები. 
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ასევე ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა „RAW Wine”, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

გამოფენების დროს, სააგენტოს ხელმძღვანელებმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. ქართულ სტენდს ესტუმრა OIV-ის პრეზიდენტი ჯონ ბარკერი, რომელმაც ღვინოები დააგემოვნა.

ლევან მეხუზლას თქმით, პარიზში გამართულ გამოფენებს ქართველი მეღვინეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – ახალი კონტაქტები დაგვეხმარება ექსპორტის ზრდასა და სავაჭრო პარტნიორების მოზიდვაში. სააგენტო წელსაც გააგრძელებს მწარმოებლების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა