Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

„მრავალხმიანი ღვინო“ — გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2025

კახეთის ისტორიულ ქალაქში, გურჯაანში, ხვალ, 11 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაცია, ტრადიციული მეთოდების შენარჩუნება და ახალგაზრდა მეღვინეების წახალისება. ტრადიციულად, ფესტივალს წელსაც ახტალის პარკი უმასპინძლებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ტრადიციული, ქვევრის მეთოდით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქცია. ეს დუალიზმი — ტრადიციისა და ინოვაციის თანაარსებობა — ხაზს უსვამს ქართული ღვინის განვითარების ახალ ფაზას, სადაც ეროვნული იდენტობა ინარჩუნებს მთავარ მნიშვნელობას და  გლობალურ ბაზარზეც ინტეგრირდება.
გარდა კულტურული ღირებულებისა, ღონისძიება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას. ადგილობრივი მეღვინეები, მცირე მეურნეობები და საოჯახო მარანები იღებენ შესაძლებლობას, თავიანთი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. ამავდროულად, ფესტივალი ტურიზმის განვითარების მამოძრავებელი ძალა ხდება, განსაკუთრებით შემოდგომის სეზონზე, როდესაც კახეთის რეგიონი თავის მრავანფეროვნებასა და მრავალმხრივობას ავლენს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ როგორც ადგილობრივი, ისე ცნობილი ქართველი მუსიკოსები და ბენდები, მათ შორის: ანსამბლი „გურჯაანი“, ანსამბლი „ხარება“, მარიამ ბიგვავა, მათე მარტიაშვილი, ანდრია ფუტკარაძე, კვარტეტი „უნისონი“, თბილისური კვარტეტი, ქართული ხმები, თეატრალურის კვარტეტი, ირიაო.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე წელს ძველი თბილისური ატმოსფერო გაცოცხლდება, თბილისში ოდითგანვე არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები, რომელსაც აღმოსავლური გავლენით სირაჯხანა ეწოდებოდა. ფესტივალზე შექმნილ სივრცეში, სტუმრებს საშუალება ექნებათ ეწვიონ სირაჯხანას, შეხვდნენ ყარაჩოღელებს, დაათვალიერონ მათი სავაჭრო კუთხე, გადაიღონ ფოტოები და გაეცნონ ძველი თბილისის ბაზრობის ტრადიციებს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც, ასევე გათამაშებები, რომლებშიც სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა