Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი ენოლოგი, მიშელ როლანი თბილისში

ფოტო: ირაკლი გედენიძე

თბილისს ცნობილი ფრანგი ენოლოგი, მიშელ როლანი სტუმრობს. როლანი საქართველოში „ასკანელი ძმების“ მოწვევით ჩამოვიდა და მისი ვიზიტი კომპანიის პროფესიონალურ კონსულტირებას ისახავს მიზნად. 

მიშელ როლანი, ძირითადად, ბორდოში მოღვაწეობს, თუმცა მისი კონსულტაციებით სარგებლობს არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს არაერთი მეღვინეობა, განსაკუთრებით ახალბედა მარნები. მას დამწყები კომპანიებისთვის წარმატების მოპოვებაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მის მიერ კონსულტირებული ბრენდების ხელწერა და ძირითადი ტრენდია მუხის ზეგავლენა და ხილის არომატები. 

როლანი ესტუმრა ასკანელი ძმების ვენახებს ყვარლის მუნიციპალიტეტში და კომპანიის საწარმოს დედაქალაქში, სადაც გაეცნო აქაურ წარმოების ტექნოლოგიას და დააგემოვნა კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო. ის შეხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ლევან დავითაშვილსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს. 

მიშელ როლანი საქართველოს დღეს დატოვებს. 

საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.    

 



აბა წავა ახლა მიკროოქსიგენაციის მიწოლა ბოლომდე და ხილის ტონების ხელოვნურად წამოწევა. როლანის ღვინოების კლონებს კიდევ ერთი შეემატება... :(

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა