
ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ წელს მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალს 25 ოქტომბერს , 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ტრადიციულად კლუბი „ანდერვილი“ უმასპინძლებს.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის კლუბი.
წელს ფესტივალი ჩატარდება განსაკუთრებულ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს სტუმრებსა და მევენახე-მეღვინეებს შორის უშუალო კომუნიკაციასა და პროფესიული დიალოგის წარმართვას. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ახალი, ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ღვინოები, გაეცნონ მათი შექმნის ისტორიას და აღმოაჩინონ ქართული ღვინის მომავალი ვარსკვლავები.
ღონისძიება მოიცავს ღვინის დეგუსტაციებს, მცირე ხემსს, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობებს, აგრეთვე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაციის — მთაწმინდის შემოდგომის ატმოსფეროს.
როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა!
წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 44 მცირე მარანი და 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია, მონაწილეთა სია კი ასეთია:
- აგიდელა
- აკიდო
- ამურას მარანი
- ბარბალეს მარანი
- ბლუანა
- გოგლას ღვინო
- დავით ლელაძის საოჯახო მარანი
- ექსპონატი
- ველეულა შენი მარანი რაჭაში
- ვინომე
- Vivere wine - ღვინო მოსულა
- V&D Usakhelouri
- კაპიტოს მარანი
- კოლაგის, Kolagis
- კოცნამეული
- ლაშას მარანი
- ლუკას მარანი
- Lechkhumi Seafloor Vineyards
- მარანი 1915
- მარანი ზოდი
- მარანი მოგზაური
- მარანი ხაჟალია
- მარანი ხიზანური
- მეღვინეობა რერო
- მოსავლიანი
- როჭოს ვენახები
- სათავე
- SN WINERY - სოსო ნარინდოშვილის მეღვინეობა
- სულავა
- სველი ძაღლი
- ტერა ქისი
- უჩაჩუბინი
- ფიცხელას მარანი
- ქოჩიშვილის ღვინის მარანი
- ღვინო კალამი
- ღვინო კალოუბანი
- ღვინობისთვე - ნანობაშვილის მარანი
- ღვინო პეტრა
- ღვინის სახლი მიტალა
- შანოს საოჯახო მარანი
- შერმა საოჯახო მეღვინეობა
- შატო ლე ბერიძე
- ცაბო
- 6000 B.C.
- ტაბლა ნოვა
- ვასსერშტრასსე
- ღვინის კლუბი
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი