

ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ წელს მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალს 25 ოქტომბერს , 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ტრადიციულად კლუბი „ანდერვილი“ უმასპინძლებს.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის კლუბი.
წელს ფესტივალი ჩატარდება განსაკუთრებულ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს სტუმრებსა და მევენახე-მეღვინეებს შორის უშუალო კომუნიკაციასა და პროფესიული დიალოგის წარმართვას. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ახალი, ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ღვინოები, გაეცნონ მათი შექმნის ისტორიას და აღმოაჩინონ ქართული ღვინის მომავალი ვარსკვლავები.
ღონისძიება მოიცავს ღვინის დეგუსტაციებს, მცირე ხემსს, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობებს, აგრეთვე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაციის — მთაწმინდის შემოდგომის ატმოსფეროს.
როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა!
წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 44 მცირე მარანი და 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია, მონაწილეთა სია კი ასეთია:
© ღვინის კლუბი/vinoge.com