Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

არყის გლობალური ბაზარი: გაყიდვები, ტენდენციები და მომავალი პერსპექტივები

ლევან სეფისკვერაძე

არაყი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი დისტილირებული სპირტიანი სასმელია მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფესვები რუსეთიდან, პოლონეთიდან და სკანდინავიიდან იღებს სათავეს, XXI საუკუნეში არაყმა გლობალური მასშტაბი მიიღო და თითქმის ყველა კონტინენტზე დამკვიდრდა, როგორც მასობრივი მოხმარების პროდუქტი. 2024 წლის მდგომარეობით, მთელს მსოფლიოში არყის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ დაახლოებით 48 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო წლიური წარმოება 4.7 მილიარდ ლიტრამდეა.

არყის გლობალური ბაზარი დინამიკურად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ბაზრები (რუსეთი, პოლონეთი, აშშ) რჩებიან ლიდერებად, ახალი მოთამაშეები და ტრენდები ცვლიან თამაშის წესებს. მომხმარებლის გემოვნების დახვეწამ და ბაზრის სეგმენტაციამ გზა გაუხსნა პრემიუმ და არომატულ არაყს. მომავალი ეკუთვნის ინდივიდუალიზმს, ხარისხს და მდგრად წარმოებას.

აშშ მსოფლიო ლიდერია გაყიდვების მოცულობით. გამოცემა alcomarket-ის კვლევით, მხოლოდ 2023 წელს ამერიკაში არყის გაყიდვებმა გადააჭარბა 6.2 მილიარდ დოლარს. რუსეთი ტრადიციულად უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია. უნდა ვახსენოთ პოლონეთი და უკრაინაც, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტიორები არიან. საინტერესოა ჩინეთის მზარდი ბაზარი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.

მდიდარ ქვეყნებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება მაღალი კლასის არაყი. მომხმარებლები მეტ ფულს ხარჯავენ ნაკლები რაოდენობის, მაგრამ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე. ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: Belvedere (პოლონეთი), Grey Goose (საფრანგეთი), Chopin (პოლონეთი) Crystal Head (კანადა) და სხვა.

ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე პოპულარული გახდა არომატიზებული არყები – ვანილის, კენკრის, თაფლის, კარამელის გემოებით. მათი წილი ზოგიერთ ბაზარზე 30%-საც კი აღემატება.

ბოლო დროს არყის მოწინავე ბრენდები უფრო აქტიურად გადადიან ციფრულ გაყიდვებზე. ელექტრონულ პლატფორმებზე არყის გაყიდვები ყოველწლიურად 15–20%-ით იზრდება. სხვადასხვა კვლევებით, მომავალში მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება მწარმოებლებს, რომლებიც იყენებენ ორგანულ მარცვლეულს, წყალს და ეკო-შეფუთვას.

შეინიშნება ექსპორტის სწრაფი ზრდა აზიური ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით, სადაც არაყი ახლად შემოსული და ჯერ კიდევ ექსკლუზიური პროდუქტია.

პორტალ shutterstock-ის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში ახალგაზრდა მომხმარებელთა ნაწილი ირჩევს დაბალკალორიულ, ნაკლებად ალკოჰოლურ ან ორგანულ ვერსიებს. ახალგაზრდებში ბარმენობის ხელოვნების პოპულარიზაციამ გაზარდა არყის, როგორც კოქტეილების ბაზისი სასმლის, როლი. არაყი კვლავ ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად რჩება კლასიკური კოქტეილებისთვის.

არყის ფასი დამოკიდებულია წარმოების მეთოდზე, ბრენდზე, ქვეყანაზე და პროდუქტის კლასზე. ცნობილი არყების ფასი 10 დოლარიდან იწყება და 300 დოლარზე მეტადაც იყიდება. 

არყის ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ მომხმარებლის პრეფერენციები იცვლება. ისინი აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ „სუფთა” არყით. სულ უფრო ხშირად ირჩევენ არომატიზებულ ვარიანტებს — ვანილის, კაკლის, წითელი ხილის ან ეგზოტიკური მარცვლეულის გემოთი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა კოქტეილებისთვის განკუთვნილი არყები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია — ეს არის ე.წ. პრემიუმიზაცია. მომხმარებლები მზად არიან, მეტი გადაიხადონ ისეთ პროდუქციაში, რომელიც გამორჩეულია დიზაინით, შეფუთვით ან პრესტიჟული წარმოშობით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვის მიმართულებით განვითარებული ინიციატივები: მწარმოებლები ცდილობენ ბოთლების გადამუშავებად მასალაზე გადასვლას, ენერგოეფექტური დისტილაციის დანერგვას და ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენებას. ეს ყველაფერი ქმნის თანამედროვე მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი პროდუქტის იმიჯს.

საქართველოში არაყი (განსაკუთრებით - ხილის არყები) საუკუნეების განმავლობაში იწარმოებოდა, მაგრამ არასოდეს გამხდარა უფრო პოპულარული, ვიდრე „ჭაჭა“. „ჭაჭა“ რაკი ვახსენეთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ჭაჭა არყისგან, რადგან „ჭაჭა“ აბსოლუტურად სხვა სასმელია, სხვა კულტურის ნაწილია და დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც „ჭაჭას“ ჩვეულებრივ არყად მიიჩნევს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა