Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ZERO COMPROMISE 2026 — „რადიო ქალაქის“ სივრცეში გაიმართება

1 და 2 მაისს ბუნებრივი ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი ZERO COMPROMISE  თბილისში გაიმართება, თუმცა ამჯერად სრულიად ახალ გარემოში — გლდანში მდებარე მულტიფუნქციურ სივრცეში. ახალი ლოკაცია ღონისძიებას დამატებით დინამიკასა და მრავალფეროვნებას შესძენს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის თანამედროვე და საერთაშორისო ხასიათს.

ZERO COMPROMISE თავს უყრის ღვინის მოყვარულებს, იმპორტიორებსა და დარგის პროფესიონალებს, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ZERO COMPROMISE უკვე დიდი ხანია გადაიქცა ქართული ბუნებრივი ღვინის ექსპორტის მთავარ პლატფორმად. ფესტივალი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ქართველი მეღვინეები და უცხოელი იმპორტიორები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ამყარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს და დებენ შეთანხმებებს ახალი მოსავლის ღვინოების უცხოეთის ბაზრებზე გატანის შესახებ. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მსოფლიოში ღვინის რეალიზაციის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. სწორედ ამ გამოწვევის ფონზე ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ და მისი წევრი მეღვინეები აქტიურად ცდილობენ საკუთარი პოზიციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას გლობალურ ბაზარზე.

ფესტივალის წინ ტრადიციულად იმართება „ღვინის ტურები“, რომლებიც მოიცავს დახურულ დეგუსტაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ასოციაციის წევრ მარნებში. აღნიშნული ტურები სპეციალურად უცხოეთიდან მოწვეული იმპორტიორებისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი. უკვე მესამე წელია, ეს ინიციატივა წარმატებით ხორციელდება და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, კომფორტულ გარემოში გაეცნონ ქართულ ბუნებრივ ღვინოსა და მის შემქმნელებს.

ZERO COMPROMISE-ს ასევე აქტიურად ესწრებიან თბილისის და სხვა ქალაქების რესტორნებისა და ღვინის ბარების წარმომადგენლები.

2026 წლის ფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს — ქართული მარნების გარდა, მასში მონაწილეობას უცხოელი ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებიც მიიღებენ. ეს პრაქტიკა უკვე ტრადიციად იქცა და ფესტივალს მკაფიო საერთაშორისო ხასიათი შესძინა.

ფესტივალის მთავარი მიზნები მრავალმხრივია: ქართული ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე; მომხმარებელში ღვინის კულტურის ამაღლება და ხარისხიანი, ტრადიციული პროდუქციის უკეთ გაცნობა; ასევე ღვინის ტურიზმის განვითარება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია.

ZERO COMPROMISE ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებითა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ასოციაციის წევრი ქართული მარნები და სპეციალურად შერჩეული უცხოელი ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები, რაც ფესტივალის ხარისხსა და უნიკალურობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა