Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ქუთაისში გაიმართება

7 დეკემბერს ღვინის ფესტივალი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ , რომელიც მცირე საოჯახო მარნებისა და მათი პროდუქციის წარდგენაზე იქნება ორიენტირებული, წელს ქუთაისში, სასტუმრო „რჩეული პალასში“ გაიმართება.  ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს, რომლებიც ფესტივალამდე სპეციალური დეგუსტაციით შეირჩევა.

ღონისძიების მიზანია ნაკლებად ცნობილ, მცირე მარნებს მისცეს ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენის შანსი.

„არაჩვეულებრივ გამოფენას“ წელს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან: ღვინის მწერლები, სომელიეები, იმპორტიორები, ტურიზმისა და გასტრონომიის სფეროში მომუშავე ადამიანები, ასევე ღვინის მოყვარულები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც მარნების ცნობადობას, ისე პროფესიულ და საინფორმაციო ურთიერთობების გამყარებას.

 „არაჩვეულებრივი გამოფენა“ მათთვისაა, ვისაც სურს მეტი გაიგოს რეგიონული ღვინოების შესახებ და გაიცნოს ახალი მარნები და მეღვინეები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა