Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

Amber Georgia — ქართული ქარვისფერი ღვინო ნიუ-იორკში

2025 წლის შემოდგომა ქართული ღვინისთვის აქტიურად დაიწყო — რთვლის სეზონთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება ღონისძიებები, სადაც ქართულ ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორია გაიცნობს.  

2025 წლის 8 ნოემბერს ნიუ-იორკის Industry City უმასპინძლებს Amber Georgia-ს გამორჩეულ ფესტივალს, რომელიც მთლიანად ქართულ ქარვისფერ ღვინოსა და საქართველოს ღვინის კულტურას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 30-ზე მეტი მეღვინე, რომლებიც ამერიკელ და საერთაშორისო სტუმრებს გააცნობენ უნიკალურ ღვინოებს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და ქვევრის ტექნოლოგიას. Amber Georgia კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს განსაკუთრებულ როლს მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში.

ფესტივალი იმართება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ზურაბ მღვდლიაშვილი და იაგო ბიტარიშვილი, რომლებიც Amber Georgia-ს შესახებ გვესაუბრნენ:

ზურაბ მღვდლიაშვილი: „Amber Georgia, ანუ „ქარვისფერი საქართველო“ არის ჩემი და იაგო ბიტარიშვილის ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის, კერძოდ კი - ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაციას, ამჯერად - ამერიკაში. პროექტი ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. ეს არის პირველი ქართული ღვინის ფესტივალი ამერიკაში, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ღონისძიების მნიშვნელობას. მოგეხსენებათ, ამერიკა ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია საქართველოსთვის და ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდა ქვეყნის პრიორიტეტია. ქართული ქარვისფერი ღვინო ნამდვილად იმსახურებს, იყოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ჩამონათვალში“.

იაგო ბიტარიშვილი: „ამ ყველაფრის ამოსავალი იდეა საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდაა, რისთვისაც, განვითარების ამ ეტაპზე, მხოლოდ გარკვეულ გამოფენებში მონაწილეობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, დროულია საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან ასოცირებული ღონისძიების დამკვიდრება, რომელიც სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება და რომლის სახელიც „ქარვისფერი საქართველოა“. ეს სახელი არამარტო ღვინის ფერს მოიაზრებს, არამედ ხაზს უსვამს მის ისტორიას, განსაკუთრებულობასა და განსხვავებულობას, რაც გარე სამყაროსთვის კიდევ უფრო საინტერესოა. ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა, რომ საქართველოს სახელი არამარტო ისტორიულ კონტექსტში განიხილებოდეს, არამედ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ ქვეყნადაც დამკვიდრდეს. ამის იმედს იმ მარნების დიდი რაოდენობა იძლევა, რომლებმაც ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. რეგისტრაცია ჯერ კიდევ გრძელდება,  ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მარნების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა