ირაკლი ჯიჯავაძე - 5 ივლისი, 2011 - 13:19
სურათზე,პირველ რიგში ჩამწრივებულ ღვინოებიდან ერთ-ერთს (მარცხნიდან მეხუთეს)მგონი ეტილეტზე ქვევრი აქვს გამოსახული. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ასე იყოს:) არადა ქართული წარმოების ღვინო ნამდვილად არ არის (?!)
გიორგი ბერუაშვილი - 5 ივლისი, 2011 - 11:22
საქართველო თუ იყო წარმოდგენილი?
და თუ იყო რომელი პროდუქციით?
Keti Jurkhadze - 29 ივნისი, 2011 - 00:03
didi madloba fantastiuri fotoa. da rom itkvian tancavigeee :))))))
ირაკლი ჯიჯავაძე - 28 ივნისი, 2011 - 10:34
თელავის ღვინის მარანს საიტი განუახლებია. ძალიან დაღვეწილი და ინფორმაციული საიტია. ვურჩევ ყველას, რომ შეიხედოს http://marani.co/
ირაკლი ჯიჯავაძე - 27 ივნისი, 2011 - 13:19
მაღაზია "ვინოთეკაზე" გადამეტებულად კი არა, ცოტა ნაკლებადაც წერია. მართლა ძალიან კეთილგანწობილები არიან. არასდროს არ მიგრძვნია ამ მაღაზიაში თავი კლიენტად, უფრო შინაურ სტუმრად და ახლო მეგობრად, რომელსაც სასმელების დიდი კოლექციის მქონე ახლობელი უშურველად გასაინჯებს სხვადასხვა ღვინოებს. ღამის ორ და სამ საათზეც ხშირად შემიძენია ღვინოები აქ და ცოტა შეზარხოშებულს პლასტიკურიც თამამად გადამიხარჯია ოვერდრაფტის იმედით. :):):)
ამ ხუთშბათას ხელფასის დღე მაქვს და სამუშაო საათების მერე თქვენთან ვარ, მაღაზიაში :):):)
აი ღვინის სამყაროში კი მთლად კარგად ვერ არის საქმე, ამას ვიყავი ამ მაღაზიის რესტორანში ვიყავი თითქმის საქმიან სადილზე და მომსახურე პერსონალი თეთრ და წითელ ღვინოებს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან, მეწყვილე კერძზე ხომ საუბარიც აღარ ღირდა. სწრაფად მოვრჩით შეკვეთილ კერძს და "ვინოთეკის" გზას დავადაქით იმ დღესაც. ის საქმეც იქ მოვაგვარეთ წარმატებით ჩემი საკრედიტო ბარათის შევიწროვების ხარჯზე :)
ძაან ძვირია ქართული ღვინო :(:(:(
zurab topuridze - 26 ივნისი, 2011 - 01:39
რა საშიშია წერა საქვეყნოდ, ღმერთმა არ ქნას შეგეშალოს რამე, სულ მათრახით გცემენ. რა ვართ ეს ქართველები, ჯერ ცემა ტყეპა, მერე შეჯიბრი სიყვარულში :-))
მალხაზ ხარბედია - 25 ივნისი, 2011 - 01:06
წიგნს ქვია "ქართული ღვინისა და კერძის შეხამებები", გამოსცა ღვინის კლუბმა და იყიდება ღვინის მაღაზიებში, ვინოთეკა, ლესელიძეზე, ღვინის სამყარო ლაღიძეზე, ოპერასთან, წიგნის მაღაზია დიოგენე, სპორტის სასახლის გვერდით...
daviti - 25 ივნისი, 2011 - 00:14
xom ver metyvit cigns ra kvia da gayidvashi aris tu ara ukve??
მალხაზ ხარბედია - 24 ივნისი, 2011 - 21:45
ნუ გააციებთ კერას :) ესეც ინგლისურად, ვისაც აინტერესებს. http://www.youtube.com/watch?v=oIc1g95E0hE&feature=watch_response
ირაკლი ჯიჯავაძე - 24 ივნისი, 2011 - 14:00
ორი დღეა არ შემომიხედავს ბლოგზე. არადა, კარგი დებატები გამოგვსვლია ამ ფილმთან და ზოგადად თემესთან დაკავშირებით. აი, ბატონი ალეკოს შეფასებები კი ცოტათი გადამეტებულად მეჩვენება. გასაგებია, რომ ქვევრის ღვინო კარგია, კარგი კი არა ბრწყინვალე, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ამის საპირწონედ ევროპული ღვინოები გაწებილ-დაკონსერვებული ალკოჰოლური სასმელებია მაინცდამაინც. ქვევრის ღვონოს კარგი მარკეტინგი ჭირდება. ის გაძეძგილჰალსტუხიანი ბატონები კი ბიზნესმენები არიან და იმ ღვინოებს აწარმოებენ , რასაც ბაზარი მოითხოვს. ამ მომენტში ქვევრის ღვინის ასეთი გაფეტიშება ცოტათი გადამეტებული მგონია და "რაც ქართულია ძაან მაგარიას" ბურუსშია გახვეული. მოდით სიმართლე ვთქვათ - ამ ქვევრის ღვინის ცნობადობა სპეციალტთა ვიწრო წრეებსაც არ გაცდენია ჯერ (ერთეულ გამონაკლისების გარდა). იქნება ბაზარზე მოთხოვნა, დამეწმუნეთ ცისტერნების ღვინო კი არა, ოფისის დიზაინსაც კი ქვევრის ფორმაში გადაწყვეტენ კომპანიის არქიტექტორები და პირველი ბადაგონი მოახდენს მის ულტრა მოდერნისტული დიზაინის ოფისს რეკონსტრუირებას უძველესი ქართული ტრადიციის კვალდაკვალ.
ტრადიცია პანაცეა ნადვილად არ არის. ტრადიცია იმის ტრადიციაა, რომ შეფასდეს ახალ რეალობასთნა მიმართებით და თუ საჭიროა გადაფასდეს კიდეც. ხოდა მოდით ორივე სახის ღვინოს მივცეთ არსებობის უფლება და მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს რომელს მიირთმევს.
ღვინოს განათლების კუთხით კი მართლა სამუშაო და ამ საქმეს ჩინოვნიკთა პოლიტიკური ნება ჭირდება.
განათლებული მომხმარებელი კი თავად გააკეთებს არჩევანს, ქვევრის ღვინოსა და "ძველი სამყაროს" ღვინოებს შორის.
პ.ს. პირადად მე მამა გერასიმეს მიერ ქვევრში დაყნებული მირჩევნია მირჩევნია ყველაფერს,მაგამ პინო ნუარსაც არ ვაკადრებ აუგს არას დიდებით.





