Iago - 1 მარტი, 2015 - 11:48
თუ შეიძლება მირჩიეთ, ვისთან გავიარო კონსულტაციები სავენახე მიწის სერჩევისას?
წინასწარ გიხდით მადლობას
პავლე - 28 თებერვალი, 2015 - 16:04
მოგესალმებით.
საინტერესო წიგნია ძალიან. ძირითადად პატარ-პატარა ხარვეხებია PDF ფაილში, გარდა იმისა, რომ 255-დან 316-მდე გვერდები აკლია. სადმე შეგვიძლია ამ ნაკლული გვერდების მოძიება?
წენასწარ დიდი მადლობა.
მალხაზ ხარბედია - 20 თებერვალი, 2015 - 03:39
ვერ გავიგე რას გულისხმობთ პახმელიაზე შემოკარგვაში :) ან ადგილის დაკარგვაში. ადგილწარმოშობის დასახელება PDO (Protected Designation of Origin) ხელოვნურად ვერ შეიქმნება. ამისთვის მყარი ტრადიცია უნდა არსებობდეს. მაგ. ხაშმის საფერავი ასეთია. მომავალში შესაძლებელია გაჩნდეს ასეთი ადგილწარმოშობის ღვინო – ხაშმი. უკვე ასეთია ალბათ მაღრაანის ქისიც და არაერთი სხვა ადგილი საქართველოში. უსახელოურის ღვინო განთქმულია, თუმცა უსახელოური ვერ ერქმევა ადგილწარმოშობის ღვინოს, უნდა ერქვას ოყურეში ან ზუბი ან სხვა სახელი :)
tamara - 20 თებერვალი, 2015 - 00:12
ესპანურ ენაში მარანს ჰქვია "bodega" - Lugar donde se guarda y cría el vino, ანუ ადგილი, სადაც ღვინო ინახება და ძველდება.
"bodega" მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "apothēca", რომელიც საწყობს, შესანახ ადგილს ნიშნავდა.
მირიან ნიკოლაძე - 20 თებერვალი, 2015 - 00:08
წერილის პათოსს უპირობოდ ვეთანხმები, იმავდროულად მაინც მგონია, რომ ქართული ღვინოების პოპულარიზაცია იმავდროულად განაპირობებს ”მარანი”-ის დამკვიდრებას სხვა ენებშიც. როდესაც რამოდენიმე ქართული ღვინო გახდება ჰიპერ პოპულალური, რომელზეც ეწერება მაგალითად ”სანიკიძის მარანი”, ”ჯაყელის მარანი”, ”ბიტარიშვილის მარანი” ა.შ თავისთავად სიტვა ”მარანი” დაიწყებს ფეხის მოკიდებას.
მიხედავად იმისა, რომ ეს ესაა ჯერ მევენახედ ვყალიბდები ( 8 ჰა მიწის ფართობზე) და მეღვინეობამდე შორი გზაა გასავლელი, ხშირად მიფიქრია თვით ”მარანი”-ის ეტიმოლოგიურ ”ტევადობაზე”, ანუ რას ვგულისხმობ: სამომავლოდ, ალბათ, გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვითონ გააშენებენ ვენახებს და იმავდროულად დაიწყებენ ღვინის დაყენებასაც. ასეთ შემთხვევაში (კომბინერებული) რამდენად მართებული იქნება მხოლოდ მაგალითად ”ნიკოლაძის მარანი”-თ მოხსენიება, თვით მარანის ლოკალური მნიშვნელობიდან გამომდინარე? თითქოს ერთგვარი ფრანგული ”შატო”-ს მოცულობის საჭიროება ჩნდება. მოცემულ შემთხვევაში სავარაუდოდ გვაქვს ”მამული” (”წინაპართა მიწა”), ამის შემდგომ კი გასარკვევია საკითხი ერთობლივად ”მემამულე და მეღვინე” კაცის პირობითი სახელდებისა, უხეშად რომ ვთქვათ ”მამულ-მარანი”-ის უფრო მოქნილი და საინტერესო ფორმის ძიება მოგვიწევს ალბათ...
დათო ჩაკვეტაძე - 19 თებერვალი, 2015 - 22:55
ან შეიძლება "პარხმელიაზე" შემოგვეკარგა სადმე და არგვეპატიება?
დათო ჩაკვეტაძე - 19 თებერვალი, 2015 - 22:51
ღვინოს ვგულისხმობ რათქმაუნდა.და თუ ეს "კონკრეტული ადგილი" თვალსა და ხელს შუა დაგვეკარგა რატომღაც?
ილია - 19 თებერვალი, 2015 - 21:58
ჩემი აზრით მარანიც და ქვევრიც გადაუთარგმნელად უნდა გადავიდეს სხვა ენაში, თუმცა შესათანხმებელია ქვევრის პირველი ლათინური ასო. ტექსტებში Qvevri-ც გვხდება და Kevri-ც. ალბათ, ერთ-ერთზე უნდა შევჩერდეთ და, ვფიქრობ, პირველი უკეთესია.
ერეკლე ჩიგოგიძე - 19 თებერვალი, 2015 - 17:30
რამდენად მართებულია ინგლისური „wine cellar“, რუსული «винный погреб» ან თუნდაც გერმანული „Weinkeller“ და ფრანგული „cave à vin“-ის მსაზღვრელ-საზღვრულად დაყოფა და თითოეული შემადგენლის ცალ-ცალკე ანალიზი? აქ ხომ ლაპარაკია არა „სარდაფზე“, არამედ, თუ სიტყვასიტყვით გადმოვაქართულებთ, „ღვინის სარდაფზე“, რომელიც ყველა ხსენებულ ენაში მიწისქვეშას მიღმა მიწისზედა ნაგებობასაც აღნიშნავს და ძირითადად მოიცავს ქართული მარნის ყველა სემანტიკურ მახასიათებელს. ამ შემთხვევაში არ მგონია, სწორი იყოს ქვევრთან პარალელის გავლება, რომელიც მართლაც უნიკალური ფენომენია და, შესაბამისად, სხვა ენებში ლექსიკური შესატყვისიც არ გააჩნია. ბატონი გიორგი ლაპარაკობს „ჭურჭელ ამფორაში ღვინის დაყენებაზე“, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამფორა მხოლოდ შენახვა-ტრანსპორტირებისთვის (მათ შორის, არა მხოლოდ ღვინის) გამოიყენებოდა, ასე რომ ამ კუთხითაც შედარება არ მგონია იყოს ბოლომდე მართებული.
რადგანაც მარანზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთ რამეს დავამატებდი: უფრო უპრიანი ხომ არ იქნება, პირველ რიგში იმაზე გვეზრუნა, რომ ამ ცნების ფორმალიზება საქართველოში მაინც ხდებოდეს ისე, როგორც საჭიროა? გასაგებია - „საღვინე სახლი“, ასევე გასაგებია „ღვინის სარდაფი“ (რომელიც ჩვენს ენობრივ-კულტუტულ რეალობაში ინგლისური „wine cellar“-ისგან საკმაოდ განსხვავებულ შეფერილობას ატარებს), მაგრამ რას ნიშნავს „ღვინის მარანი“? შეიძლება კი „მარანი“ სხვა რამის იყოს, თუ არა „ღვინის“? საუბედუროდ ამ ტავტოლოგიას უკვე იმდენად შეეჩვია და შეეგუა ჩვენი ყური, რომ მისი შეუსაბამობა, როგორც წესი, დისკომფორტს აღარ გვიქმნის. ასე რომ, საკუთარი თავით დავიწყოთ.





