Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ჯონჯოლის მწნილი

შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა კასრში, ან ქილაში. მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება ქილა. ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.

მასალა:

ჯონჯოლი – 1 კგ.

მარილი – 25 გრამი.

თამარ ლომიძე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა