Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

იაპონური კარი

საჭირო მასალა: 1,2 კგ საქონლის ან ღორის ხორცი, 1 დიდი თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი პატარა კარტოფილი, 2 კბილი ნიორი, 4 ჭიქა ქათმის ბულიონი, 1 ს.კ. თაფლი, 6 ს.კ. ზეთი, 8 ს.კ. ფქვილი, 2,5 ს.კ. კარის ფხვნილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო მრგვალ, მსხვილ ნაჭრებად, კარტოფილი და ხორცი კი კუბებად დავჭრათ. ხახვი წვრილად დავჭრათ. ხორცი, ხახვი და ნიორი  მოვათავსოთ ქვაბში 2 ს.კ. ზეთთან ერთად და მოვშუშოთ. დავასხათ ბულიონი და 1 საათი ვხარშოთ, სანამ დარბილდება.

დავუმატოთ კარტოფილი და განვაგრძოთ მზადება. პარალელურად ტაფაზე გავაცხელოთ დარჩენილი ზეთი, დავუმატოთ ფქვილი და მოვშუშოთ გაოქროსფრებამდე. შევურიოთ კარის სანელებელი, 0,5 ჭიქა ბულიონი და ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მიღებული მასა ავურიოთ ხორცსა და ბოსტნეულს ქვაბში, შევანელოთ მარილით და 30 წუთი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ წვენი არ შესქელდება. გარნირად მოვამზადოთ ბრინჯი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა