Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ფეიჟოადა

საჭირო მასალა: 8 ჭიქა ხმელი წითელი ლობიო, 1.5 კგ დამარილებული და გამშრალი საქონლის ხორცი, 900 გ ძეხვი ჩორისო, 900 გ ღორის ნეკნები, 2 ცალი

დაფნის ფოთოლი, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ლობიო და ხორცი ცალ-ცალკე ჭურჭელში დავალბოთ მთელი ღამით. დილით ლობიოს წყალი გამოვუცვალოთ და დავდგათ მოსახარშად. საქონლის ხორცი და ძეხვი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავუშვათ ლობიოს ქვაბში დაფნის ფოთლებთან ერთად. წყალი თუ დააკლდა, უნდა დავუმატოთ. წყალი ლობიოს 3 სმ-ზე უნდა ფარავდეს. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ რამდენიმე კოვზი ლობიო, ჩავზილოთ და მოვათავსოთ ლობიოსა და ხორცთან ერთად ბოლომდე მოსამზადებლად. 1 საათის დუღილის შემდეგ დაფნის ფოთოლი ქვაბიდან ამოვიღოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა