
ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა ჯოელ ჰარისონის სტატია ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის შესახებ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ვისკის ინდუსტრია გასულ ათწლეულში მნიშვნელოვან გარდატეხას განიცდიდა. მოთხოვნა იზრდებოდა, მარაგები კი მცირდებოდა, რის შედეგადაც გაჩნდა ახალი ტენდეცია – (NAS) ვისკის სახით. ეს მთავარ ბლენდებს აძლევდა თავისუფლებას ექსპერიმენტებისა და უნიკალური გემოების შექმნისთვის, სადაც მთავარი ასაკი აღარ იყო, არამედ სურნელი, ტექსტურა და გამოცდილება. ტრადიციული 10–დან 21 წლამდე ბოთლები თითქოს უხილავად ქრებოდნენ და მას ამგვარი ექსპერიმენტიებით შექმნილი ვისკები ანაცვლებდნენ.
მაგრამ ახლა, დროის აღქმისა და დაძველებასთან დაკავშირებული მოლოდინი ნელ-ნელა იცვლება მომხმარებელში. ბოლო წლებში მსოფლიოში დისტილერიები ახერხებენ ყველაზე ძველი მარაგების გათავისუფლებას – 40, 50, 65 და 85 წლამდე ერთალაოიან ვისკებს. ეს ვისკი აღარ არის მხოლოდ სასმელი – ის არის ისტორიის, გამოცდილებისა და დროის ერთობლივი მხედველობა, რომელიც აღაფრთოვანებს როგორც კოლექციონერებს, ისე გურმანებს.
2025 წლის დასაწყისში, Glen Grant–მა გააოცა საზოგადოება Splendours Collection 65 Year Old-ით, 1958 წელს დისტილირებული ვისკით. 65 წლის ასაკის მიუხედავად, ვისკი ინარჩუნებს მემკვიდრეობას, მის კომპლექსურ არომატულ გამოცდილებას და ნამდვილ დროის კაფსულად იქცევა.
მსგავსი ამბები მოიცავს Glenrothes 51 Year Old–ს, figs-ისა და Gordon & MacPhail-ის Mr George Legacy სერიას, მათ შორის 1953 წლის Glen Grant, რომელიც ათწლეულების მიუხედავად ინარჩუნებს ახალ ნოტებსა და ხილის გემოებს. წლის ბოლოს იგეგმება 85 წლის Glenlivet-ის გამოშვება, შეზღუდული რაოდენობით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ვისკის უნიკალურობას.
ირლანდიაც აქტიურად მონაწილეობს ამ ტენდენციაში. Midleton’s Silent Distillery Chapter Four 50 წლის გახდა, დისტილირებული 1973 წელს და შესაბამისად, ყველაზე ძველ ირლანდიურ ვისკად იქცევა. Bushmills კი, თავისი 46 წლის ბოთლით, შემოდის ამ დიალოგში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ირლანდიის ძველი მარაგების მნიშვნელობას.
რაც შეეხება გემოს, ასეთ ვისკებს ახასიათებს გონივრული, ფენოვანი სიძლიერე და დაბალანსებულობა, რომელშიც ხის ზედმეტი ტონი პრაქტიკულად არ იგრძნობა. პირიქით, მასში თავს იყრის მრავალშრიან გემოები. ამ ბოთლების ფასები მერყეობს £10,000–დან £50,000-მდე და ხშირად აღიქმება როგორც ინვესტიცია ან კოლექციონერული საგანი. მაგრამ დაძველებული ვისკის ჭეშმარიტი ხიბლი სწორედ რომ მისი გახსნისას და დაგემოვნებისას შეიგრძნობა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი