Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოში ქართული ღვინის ერთიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემა იქმნება

საქართველოში ქართული ღვინის შესახებ ერთიანი საგანმანათლებლო და სასერტიფიკაციო სისტემა შეიქმნა, რომელიც ქართული ღვინის სიღრმისეულ შესწავლას, პროფესიულ გააზრებასა და საერთაშორისო სივრცეში მის სწორად წარმოჩენას ემსახურება.

„ქართული ღვინოთმცოდნეობა | The Study of Georgian Wine“ აკადემიურ მიდგომაზე დაფუძნებული, ინტერდისციპლინური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ქართულ ღვინოს კომპლექსურად განიხილავს -  ბუნებრივ, ისტორიულ, კულტურულ, მევენახეობა-მეღვინეობის, სოციალურ და ცივილიზაციურ კონტექსტებში.

პროგრამა მხოლოდ ვაზის ჯიშების, ღვინოებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესწავლას არ გულისხმობს. მისი მიზანია შეიქმნას თანმიმდევრული სისტემა, რომლის საშუალებითაც ქართული ღვინის შესახებ ცოდნის მიღება და მისი პროფესიული გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

პროგრამა სამ თანმიმდევრულ საფეხურს მოიცავს:

  1. ქართული ღვინის ენთუზიასტი | Georgian Wine Enthusiast
  2. ქართული ღვინის ექსპერტი | Georgian Wine Expert
  3. ქართული ღვინის დესპანი | Georgian Wine Ambassador

თითოეულ საფეხურს საკუთარი სასწავლო სახელმძღვანელო აქვს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მკაფიოდ განსაზღვრულ სწავლის შედეგებს, სტრუქტურირებულ სასწავლო პროცესს, სამუშაო და სადეგუსტაციო მასალებსა და შეფასების სისტემას.

ყოველი საფეხური გამოცდით სრულდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეს შესაბამისი სტატუსი მიენიჭება და სერტიფიკატი გადაეცემა.

პროგრამის ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო სამიზნე აუდიტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სომელიეები წარმოადგენენ. მათ შორის არიან Association de la Sommellerie Internationale-ის (ASI) 70 წევრი ეროვნული ასოციაციის პროფესიული საზოგადოებები.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ASI-ის წევრია 2008 წლიდან. სწორედ საერთაშორისო სომელიეთა პროფესიულ წრეებში ქართული ღვინის შესახებ სისტემატიზებული ცოდნის გავრცელებაა პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

პროგრამის მიზანია ასევე ქართული ღვინის შესახებ ცოდნის გავრცელება ღვინისა და გასტრონომიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ენოგასტრონომიულ მედიასა და სხვა პროფესიულ წრეებში.

ამგვარი მიდგომა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციას მხოლოდ ღვინის პროდუქტის წარმოჩენის ფარგლებს არ უზღუდავს და ყურადღებას ცოდნის, პროფესიული განათლებისა და კულტურული კონტექსტის გაზიარებაზეც ამახვილებს.

პროგრამისა და მისი სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორია შალვა ხეცურიანი. პროგრამას საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და შალვა ხეცურიანის სომელიეს სკოლა წარადგენენ.

სისტემის პირველ ორ საფეხურს უკვე აქვს პრაქტიკული გამოცდილება. 2023 წელს ქართული ღვინის ენთუზიასტისა და ქართული ღვინის ექსპერტის სტატუსების მოსაპოვებლად პირველი გამოცდები ჩატარდა. წარმატებულ მონაწილეებს შესაბამისი სტატუსები საზეიმო ცერემონიაზე მიენიჭათ.

ქართული ღვინის ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ოფიციალური წარდგენა 2026 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება — ღვინობისთვის პირველ დღეს და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ ღვინის დაბადების საერთაშორისო დღეს | International Wine Birth Day.

პირველ ეტაპზე მიღება გაიხსნება პროგრამის პირველ საფეხურზე — ქართული ღვინის ენთუზიასტი | Georgian Wine Enthusiast.

სწავლა შესაძლებელი იქნება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რაც პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პირველი სრული სასწავლო ნაკადი განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს და დამფუძნებელი ნაკადი | Founding Cohort ეწოდება. სწავლა 2026 წლის 24 ოქტომბერს დაიწყება.

პროგრამით დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გავლა. წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე კანდიდატები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სწავლების ფორმატის, განრიგის, საფასურისა და პროგრამაზე ჩარიცხვის პირობების შესახებ.

პროგრამისა და რეგისტრაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა