Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქვის ხანის "დიეტა"

კემბრიჯის უნივერსიტეტისა და უმეოს უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქვის ხანის ადამიანთა კვების რაციონი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გასახდომი დიეტაა. კემბრიჯელმა მეცნიერებმა 2-წლიანი კვლევა ჩაატარეს: ცდაში მონაწილეობას 70 ქალბატონი იღებდა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი მხოლოდ იმ პროდუქტებით იკვებებოდა, რაც პალეოლითის პერიოდში არსებობდა, მეორე ჯგუფის წევრები კი თანამედროვე პროდუქტით იკვებებოდნენ. “პალეოლითის ხანის ქალბატონები” მიირთმევდნენ კენკროვნებს, ბოსტნეულსა და ნაკლებცხიმიან ხორცს. “თანამედროვე ქალბატონები” კი – მარცვლეულს, რძეს, ხილს, პარკოსნებს და მცენარეულ ზეთს. მეცნიერებმა მონაცემები შეაჯამეს და გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის ქალბატონებმა 6 თვეში 6 კგ დაიკლეს, მეორე ჯგუფის წევრებმა კი – მხოლოდ 2,5 კგ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა