Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ლაშა მოწონელიძე - „მოწონელიძეების მარანი“- მცირე მარნების ანთოლოგია (147)

-  გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩემი მარანი ოჯახის დახმარებითა და თანადგომით 2025 წელს დავაარსე. მარანი მდებარეობს იმერეთში, თერჯოლის რაიონ სოფელ გოდოგანში. ღვინის დაყენების პროცესშიც მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას, ამჟამად ოთხი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, ვიყენებთ ქვევრს და უჟანგავი ლითონის ცისტერნებს.

შთაგონება ოჯახის ტრადიციიდან მივიღე, 11 წლის ასაკიდან მარანში ვეხმარებოდი მშობლებს და შემდეგ უკვე გადავწყვიტე პროფესიული სახე მიმეცა ამ ყველაფრისთვის, ჩავაბარე აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე და შევისწავლე ღვინის ტექნოლოგია.

-  ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

- ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმერული ვაზის ჯიშები, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, რომლებსაც, ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვთ მეღვინეობის სამყაროში. ამჟამად პირადი ვენახი არ მაქვს და ვიწყებ მზადებას ვენახის გაშენებისთვის, ვპარტნიორობ თერჯოლის რაიონში მევენახესთან, მას მცირე წარმოება აქვს და მაწვდის მაღალხარისხიან ყურძენს, რომლისგანაც ღვინოს ვაწარმოებ.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

- მთავარი სირთულე ჩემთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა და მარნის დაარსება იყო, რადგან ღვინის ბაზარი არასტაბილურია, ბევრ რისკებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული,  შემდეგ კი სირთულე  და დაბრკოლებები მეღვინის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, ტომ  ძალიან რთულია ხარისხიანი ქვევრების შეძენა, რომლებიც გამომწვარი იქნება სწორად და არ დასჭირდება გამოსანთვლა ან რამე სხვა სახით ჩარევა. გამოუსანთლავ ქვევრები ობდება, მრავლდება სოკოები და ბაქტერიები, რაც ქმნის სერიოზულ ჰიგიენურ პრობლემებს, რომლებიც ღვინის დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია.

-  თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ღვინის სფეროში  ბევრი საკითხია დასახვეწი: პირველი - ვენახის მოვლა და ხარისხიანი პროდუქტის მიღება. რთულია ვიპოვოთ ვენახები, რომლებიც სწორადაა გაშენებული, გათვალისწინებულია ნიადაგის შემადგენლობა, ასევე ძალიან ბევრია არასწორი სხვლა-ფორმირებით დაკნინებული ვენახები.

დიდი პრობლემაა ისიც, რომ ბოთლის საწარმო არ გვაქვს საქართველოში და დამოკიდებული ვართ იმპორტულ საქონელზე, რაც დანახარჯს ზრდის.

-  როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

ღვინის დაყენება ძალიან შრომატევადი პროცესია, მეღვინეობაში დაშვებული შეცდომაც იშვიათად შეიმჩნევა მაშინვე, ძირითადად შეცდომის შედეგს გაიგებ 3-5 თვის შემდეგ, როდესაც ან არომატი არ მოგეწონება, ან ფერი, ან გემო, ამიტომაც ყველაფერს ზედმიწევნით ვაკვირდებით, რომ  ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ. მიყვარს ექსპერიმენტები ღვინოზე, ჩემი ერთ-ერთი წლევანდელი ღვინოც ასეთი ექსპერიმენტია - ალადასტურის და ციცქას კუპაჟი, რომელიც კარგი ცოცხალმჟავიანი, საზაფხულო წითელი ღვინოა.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ჯერ-ჯერობით მოწონელიძეების მარანი მცირე მარნის კატეგორიაშია, წარმოება 4000 ბოთლამდე გვაქვს. წარმოების განვითარებას და გაფართოებას დროთა განმავლობაში ვაპირებ, მიზანია მომხმარებლისთვის ხარისხიანი ღვინის მიწოდება, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზე.

ჩვენს ჯიშებს, ჩემი აზრით, დიდი პოტენციალი აქვთ და ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ მცირე მეღვინეებს ვურჩევდი, რომ აკეთონ ბევრი ექსპერიმენტი, მოსინჯეთ სხვადასხვა ნიადაგი ვენახისთვის და დააგროვეთ გამოცდილება, ეძიეთ ახალი არომატები, რომელიც იქნება  თქვენი ღვინისთვის მახასიათებელი, გახდის მას უნიკალურსა და საინტერესოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა