Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას ფრანგული სამზარეულო დაემატა

ფრანგული სამზარეულო მსოფლიოს არამატერიალურ კულტურათა მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ამგვარი გადაწყვეტილება სულ ახლახან ნაირობში, იუნესკოს სპეციალური კომიტეტის სესიაზე მიიღეს. ეს ვერდიქტი უპრეცედენტოა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში აქამდე ცალკე აღებული ერის გასტრონომიული ხელოვნება არ შედიოდა.
ახლა საფრანგეთის მთავრობას განზრახული აქვს გარკვეული ზომების მიღება, რათა მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობა შეინარჩუნოს. საფრანგეთის კულტურის მინისტრის ფრედერიკ მიტერანისა და სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელის ბრუნო ლე მერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში საფრანგეთის მთავრობა დაიწყებს ახალი პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციების აღორძინებას, ახალგაზრდა თაობის განათლებას ეროვნული კერძების მომზადების კულტურის მხრივ, გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას ქვეყნის შიგნით და ფრანგული სამზარეულოს პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე.
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული