Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

ევროპა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ

ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ისინი თანამშრომლობას თვით ალკოჰოლის მწარმოებლებს სთავაზობენ. ევროკავშირის კომისარი ჯანდაცვის საკითხებში, მარკოს კიპრიანუ, ქვეყნებს მოუწოდებს, მიბაძონ საფრანგეთს და ბოთლის ეტიკეტებზე მოათავსონ გაფრთხილება ფეხმძიმე ქალებისთვის ალკოჰოლის მავნეობის შესახებ (საფრანგეთში ალკოჰოლის ბოთლებს სულ მალე "დაამშვენებს" პიქტოგრამა მომავალი დედის გამოსახულებით). ევროკომისიის ერთ-ერთი წინადადება ამერიკული ტრადიციისამებრ ეტიკეტებზე გამაფრთხილებელი წარწერების მოთავსებასაც ითვალისწინებდა - ისევე, როგორც ეს სიგარეტის კოლოფებზეა. ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვეს.

ოფიციალური ცნობებით, ევროკავშირის ქვეყნებში ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებით ყოველწლიურად 200 ათასი კაცი იღუპება. © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა