
ფოტო: ნათია გაჩეჩილაძე
დღეს დილით ნათია გაჩეჩილაძემ, ღვინის კლუბის ექსპედიციებში მის მიერ გადაღებული ფოტოები გამომიგზავნა მინაწერით: „ნახე, ორბელური ოჯალეში, ღრუბლიან ამინდს უხდება… სოფელი ორბელი, ამირან მეგრელის მაღლარი ვენახია, თითო ბოძზე იყო აყვანილი. ისეთი ლამაზი იყო გაოგნებულები ვუყურებდით, იმ დღეს წვიმდა და მანქანა გაგვიჩერდა ტალახში, სასწაული დღე იყო. 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისი.“
2020 -2023 წლებში „ღვინის კლუბის“ საგანმანათელბლო პროექტი „ღვინის სოფელი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერით ხორციელდებოდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში: იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, სამეგრელოსა და გურიაში.
პროექტში ჩართული მობილური სამუშაო ჯგუფი (ექსპერტები მევენახეობის, მეღვინეობის, მარკეტინგის, ტურიზმის დარგში), რეგიონებში ჩადიოდნენ, ადგილობრივ მცირე მარნებთან და დამწყებ მევენახე-მეღვინეებთან მუშაობდნენ. ეს ფოტოც სწორედ ერთერთი ასეთი ექსპედიციის დროს არის გადაღებული.
ირენა მახარაძე
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი