Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

ბი ბი კინგმა ღვინო გამოუშვა

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ბი ბი კინგმა საკუთარი სახელობის ორი ღვინო გამოუშვა: B.B. King Signature Collection Red2010 – წითელი ღვინო გარნაჩას, სირასა და კაბერნე სოვინიონის კუპაჟი და B.B. King Signature Collection White  2011- ვერდეხოსაგან დაწურული თეთრი ღვინო. ღვინოები ესპანეთის სამხრეთ რეგიონში, მარან Bodega Santa Cruz-ში დაწურეს და პირველად მომავალ კვირას ამერიკაში - მემფისსა და ნეშვილში გაყიდიან. მსურველებს საშუალება ექნებათ ღვინო სულ რაღაც 13,99 აშშ დოლარად, B.B. King's Blues Club-სა და სხვა კლუბებში, რესტორნებსა და ვინოთეკებში შეიძინონ. უნდა აღინიშნოს, რომ Bodega Santa Cruz-ი უკვე 60 წელია ალმანსაში, კასტილია-ლა-მანჩაში ფუნქციონირებს. ადგილობრივი ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე ცნობილი გარნაჩა-ტინტორერაა, რომელსაც ღვინის მოყვარულები ესპანეთის გარეთ ალიკანტე-ბუშეს სახელით იცნობენ.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა