Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ - ფესტივალის მონაწილეები

ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ წელს მერვედ გაიმართება და 24 ოქტომბერს სტუმრებს 12:00-დან 19:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ „ანდერვილში“ უმასპინძლებს.

ფესტივალის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“, ღონისძიების მხარდამჭერები კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

ღონისძიების მთავარი მიზანი მცირე და დამწყები მარნების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ახალი სახელების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა. ფესტივალი მეღვინეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ როგორც ქართული ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს,  ისე უცხოელ სტუმრებს. ეს მათთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მოიპოვონ ახალი აუდიტორია და საკუთარი ღვინო უფრო მეტ ადამიანს გააცნონ.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი უშუალო შეხვედრებია თავად მეღვინეებთან. სტუმრებს შეეძლებათ, ღვინის მიღმა მდგომი ადამიანების ისტორიები მოისმინონ, გაიცნონ მათი ხედვა და გამოცდილება. ამასთან, ღონისძიება ახალი გემოების აღმოჩენისა და იმ მარნების ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას შექმნის, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოებამ შესაძლოა ჯერ ბევრი არაფერი იცოდეს.

ღვინოსთან ერთად სტუმრებს მრავალფეროვანი ხემსი, სასიამოვნო გარემო და შემოდგომის თბილისური ხედები დახვდებათ.

ფესტივალში მონაწილეთა სრული  სია კი ასეთია:

  1. ალექსანდრე დისტილერი
  2. ამიწიე
  3. ამურას მარანი
  4. ბაბას მარანი
  5. ბარდუბანი
  6. ბაქრაძეების მარანი
  7. ბერიძეული
  8. ბერტი
  9. გვაზი
  10. დაზის საოჯახო მარანი
  11. ვაზიანის მარანი
  12. ველეულა
  13. ინნომინა
  14. კამეა
  15. კაპიტოს მარანი
  16. კიკეთის ფერმა
  17. ლაშას მარანი
  18. მარანი გულგულა
  19. მევენახეობა დოლიძე
  20. მესხური მარანი ხიზანური
  21. მეღვინეობა ამბოხი
  22. მეღვინეობა დანო
  23. ნიკვაშვილის მარანი
  24. რაჭული ბლენდი
  25. როჭოს ვენახები
  26. საოჯახო მეღვინეობა „შილდური“
  27. სულავა
  28. ტერასა ზინობიანი
  29. ტინო
  30. ღვინის კლასი
  31. ღვინო კალამი
  32. ღვინო კალოუბანი
  33. ღვინო პეტრა
  34. ღვინო სიმი
  35. ყველა სეზონის ღვინო
  36. შანოს საოჯახო მარანი
  37. შერმა
  38. ჩიორა
  39. ჭაბუკიანის მარანი
  40. ჭალელი
  41. ჯულია და ბენედიქტე
  42. 6000 B.C
  43. Crush
  44. Imeda Vineyards
  45. Nodos wine
  46. Ponte D'Oro
  47. Sevsamora Winery
  48. Vivens

ფესტივალის ბილეთების შეძენა: 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა