Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიაში ღვინის წარმოების შემცირებას ვარაუდობენ

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, 2011 წელს ავსტრალიაში ტექნიკური ყურძნის მოსავალი 10%-ით შემცირდება და 1,45 მილიონ ტონას თუ მიაღწევს. სპეციალისტთა განცხადებით, ასეთი შედეგი ავსტრალიის მეღვინეობის რეგიონებში უამინდობით იქნება გამოწვეული. ავსტრალიური ღვინის წარმოება, მომავალ წელს, სავარაუდოდ, კიდევ 2%-ით დაეცემა და 10,5 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენს. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ პროდუქტის ექსპორტი გაიზრდება და 2006/07 წლების სეზონის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს – 7,8 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწევს.

ავსტრალიური ღვინის უდიდესი მომხმარებლები არიან: დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ჩინეთი და გერმანია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა