Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ზაზა ჯაყელი, ჯაყელების ღვინო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (42)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– გქვონდა შედარებით მცირე მარანი, რომელიც არ იყო კეთილმოწყობილი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეშენებინა უფრო კომფორტული მარანი, სადაც ასევე მოვახერხებდით ქვევრების ჩაყრასაც. ეს პროცესი კი დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გაშენებული გვაქვს საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხოლო ქისის, რქაწითელის და კახური მწვანის ვენახები იჯარით გვაქვს.  ასევე საფერავის, რქაწითელის, მწვანეს, ხიხვის, ქისის საჩვენებელი ვენახის გაშენებას ვაპირებთ მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ვაწარმოებდით საფერავს, რქაწითელი-ქისი, რქაწითელი-მწვანე, ქისი რასაც დაემატა ქვევრის, კახური მწვანე, რქაწითელი, რქაწითელი-მწვანე, ქისი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ჩვენი ღვინოები ძირითადად იყიდებოდა ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ასეთი იყო მაგალითად ვინოთეკა, ვინომანია, ღვინო ანდერგრაუნდში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტია ქართული ბაზარი, სადაც  ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენს ღვინოებზე და სწორედ ამიტომ 2 წელია ექსპორტი არ შეგვისრულებია.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ჩემი აზრით, ქართულ ღვინის ბაზარს აკლია ღვინის სპეციალისტები, რომლებიც აუხსნიან მომხმარებელს ამათუიმ პროდუქციის შესახებ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ღვინის ბაზარის განვითარებას ხელს შეუწყობს ღვინის სასწვალებლების გახსნა, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ფასებში.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვურჩვედი, რომ თავიდანვე მიაქციონ ყურადღება, რომ ვენახი აუცილებლად იყოს შეწამლული ბიო პრეპარატებით.

მარნის დასახელება:  ჯაყელების მარანი

მარნის მისამართი: თელავის რაიონი სოფელი ვარდისუბანი

ტელეფონი: +995 599 55 41 33, +995 599 77 70 79

ელფოსტა: zaza.jakeli59@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: jakeli wines.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა