Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სოლომონ სვანიძე, მარანი „ტრადიციული“, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (52)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ჩვენი მარანი 2015 წელს დაარსდა. მიზეზი კი  ღვინის სიყვარული და ამ სფეროში წვლილის შეტანის სურვილი გახლდათ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

–  ქისი, ხიხვი, საფერავი.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ორგანულ ქვევრის ღვინოებს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

–  პირველად „8000 მოსავალში“ დავიწყეთ გაყიდვა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ახალდაარსებული მარნების მიმართ.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

–  შვეიცარია, იტალია, უკრაინა.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ყოველდღიურად ჩვენი გუნდი ახალ სირთულეებს აწყდება, თუმცა მონდომების საფუძველზე ვახერხებთ სირთულეების დაძლევას. ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას მივიღოთ გამოცდილება და დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტის ხარისხი.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქართული პროდუქტის წარმოებას და ღვინის კომპანიებმა მეტწილად შესთავაზონ ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო მომხმარებელს, რათა მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– აკეთონ საქმე მთელი მონდომებით და დაიხარჯონ ბოლომდე, რადგან, ხომ იცით, როგორი გულითაც დააყენებ ღვინოს, ისეთი გამოვა.

მარნის დასახელება: ტრადიციული

მარნის მისამართი: კახეთი, სიღნაღი

ტელეფონი: +995 591 068 477

ელფოსტა: info@traditsiuli.ge

ვებგვერდი: traditsiuli.ge

ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/Traditsiuli/

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა