Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი მეღვინეები SLOW WINE FAIR-ზე – შთაბეჭდილებები ბოლონიიდან

თებერვლის ბოლოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში SLOW WINE FAIR ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია მონაწილეობდა.

ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქართული ტრადიციული მეღვინეობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის და ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.

გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „ჭორტაულის ვენახები“, „გოცას ღვინო“, „მეღვინოება ბაადური 1933“, „კონდოლი ვაინერი“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“ და „მეღვინოება ნიაბი“. მათმა ღვინოებმა, რომლებიც ბუნებრივი მეთოდებით არის წარმოებული, დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც პროფესიულ წრეებში, ისე ღვინის მოყვარულებში.

გამოფენას, ტრადიციულად, 20 ათასამდე ვიზიტორი ესწრებოდა, მათ შორის Horeca სექტორის წარმომადგენლები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები. ასეთი მასშტაბური პროფესიული აუდიტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციისთვის, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისა და ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისთვის.

ღვინის კლუბი ფესტივალის მონაწილე ქართველ მეღვინეებს ესაუბრა:

ალეკო ცქიტიშვილი, „ჭორტაულის ვენახები“:  „სლოუ ვაინი ჩვენი საოჯახო მარნისთვის პირველი საერთაშორისო გამოფენა იყო, სადაც მივიღეთ მონაწილეობა. ისე მოხდა, რომ გამოფენა დაემთხვა ვენახში საგაზაფხულო სამუშაოებს და, მე პირადად, თავიდანვე ვიცოდი, რომ ვერ წავიდოდი ბოლონიაში. "ჭორტაულის ვენახების" ღვინოები წარადგინა ჩემმა შვილმა, თევდორემ, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობის ფაკულტეტზე სწავლობს და ისე გამოვიდა, რომ ეს ფესტივალი მისთვისაც დიდი გამოცდილება იყო. ძალიან მოეწონათ ჩვენი ქარვისფერი ღვინოები, განსაკუთრებით კი - "ქისი 2024". ეს ღვინო ძალიან სპეციფიკურია იმ მხრივ, რომ ქართული გემოს ღვინოა. ევროპელები ზოგჯერ ასეთი ქარვისფერი ღვინის ინტენსიურ გემოებს ვერ იგებენ. ამ ღვინის განსაკუთრებულობას და სხვა ღვინოებისგან განსხვავებულ ხასიათს ძალიან დადებითი შეფასებები ჰქონდა. ეს მიმყარებს რწმენას, რომ ჩვენ, ქართველმა მეღვინეებმა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს ტრადიცია - ჭაჭა-კლერტზე ქარვისფერი ღვინოების წარმოება და ეს ღვინოები თანდათან აუცილებლად გაიკვლევენ გზას უცხოეთის ბაზრებზე და დაიკავებენ თავიანთ ნიშას“.

გიორგი ვოლსკი, „ანდრიას ღვინო“: „SLOW WINE FAIR  ბუნებრივი ღვინის გამოფენებს შორის ყველაზე დიდი გამოფენაა. 1000-ზე მეტი მარანი მონაწილეობს. უმეტესობა იტალიური მეღვინეები, თუმცა სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ: საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია და ა.შ. წელს აზერბაიჯანიდანაც იყვნენ მეღვინეები. ასეთი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობისთვის. და არა მხოლოდ მარნის ცნობადობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ცნობადობისთვის. მე წარმოდგენილი მქონდა 6 სახეობის ღვინო:  ქისი, ხიხვი, მწვანე და რქაწითელის ბლენდი, რქაწითელი, მწვანე, ვარდო (ვარდისფერი რქაწითელი), ხიხვი და საფერავი. დაინტერესება იყო სტუმრებისგან და საკმაოდ კარგი უკუკავშირიც მივიღეთ. ძალიან კარგია, რომ ქართული ღვინის ცნობადობა თანდათან იზრდება. სხვა მეღვინეებიც კი მოდიოდნენ ქართული ღვინის გასასინჯად. შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ხალხი იყო. ექსპორტიორები არ მოსულან (ჩვენთან ყოველ შემთხვეევაში), თუმცა ღვინის ბარებიდან და რესტორნებიდან საკმარისად ბევრი ხალხი იყო.“

აღსანიშნავია, რომ SLOW WINE FAIR უკვე მეხუთედ გაიმართა, ხოლო ქართული ღვინის მარნები გამოფენაში მეორედ მონაწილეობდნენ, რაც ქართული მხარის მზარდ ინტერესსა და სტრატეგიულ ჩართულობაზე მიუთითებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა