Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

დღის ფოტო: ღვინის დეგუსტაცია

2019 წლის Errazuriz Wine Photographer-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მიჰა ბრატინა იყო, რომელმაც საკონკურსოდ წარდგენილი ფოტო გადაიღო Pinot Noir-ის დეგუსტრაციის დროს,  Pasji Rep-ის ღვინის მარანში, სლოვენიის ვიპავის ველში.

ფოტოს მთავარი გმირი სინათლეა. თბილი და რბილი შუქი სიბნელეში ნაზად იჭრება და სცენას სილუეტებად აყალიბებს. დეტალების სრული გამჟღავნების ნაცვლად, ავტორი ჩრდილს ანიჭებს უპირატესობას, რითაც მაყურებელს აძლევს სივრცეს, თავად აღმოაჩინოს ფოტოს შინაარსი.

ბრატინას ფოტოში ღვინის მარანი წარმოდგენილია როგორც კონცენტრირებული და თითქმის საკრალური სივრცე, სადაც დრო ნელდება და ყურადღება სრულად პროცესზეა მიმართული.

მიჰა ბრატინას ნამუშევრის განსაკუთრებულობა მის სიმარტივეშია. აქ არ არის ზედმეტი დრამატიზმი.  სინათლის გამოყენებით, როგორც კომპოზიციური და შინაარსობრივი ელემენტის, ბრატინა ქმნის ძლიერ ვიზუალურ ისტორიას. სწორედ ადგილის, ტრადიციისა და ატმოსფეროს მიმართ ამგვარი მგრძნობელობა აქცევს ფოტოს თანამედროვე ღვინის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა